მწერალთა სახლის ხელშეწყობით ქართველი პოეტი, ლია სტურუა 2020 წლის ტრანსპოეზიისფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალის ფარგლებში ლია სტურუას ლექსიდაიბეჭდა ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე.ჰოლანდიურ ენაზე ლექსი თარგმნა ინგრიდ დეხრავემ, ფრანგულ ენაზე კი ბაჩანა ჩაბრაძემ.
*** (რამდენი უპასუხობა)
რამდენი უპასუხობა
რამდენი სართული თავზე,
საძირკველი გტკივა,
ჯერ მიწა ხომ არა ხარ,
დუმილს, მაინც, სწავლობ,
გარედან ვინც გეხება,
ისინიც არ დააფრთხო.
ამაზე უარესია,
ფანჯრიდან რომ გაიხედავ
და ვერავის ეტყვი:
- რა კარგი ამინდია!
30 სექტემბერს ფესტივალ ტრანსპოეზიის მეორე პოეზიის საღამო გაიმართება, რომელშიც ლიასტურუა ბასკ, ჩეხ, ფინელ, ჩრდილოეთ ირლანდიელ და ესპანელ პოეტებთან ერთად მიიღებსმონაწილეობას. ღონისძიების მოდერატორი იქნება ბელგიელი მუსიკოსი და კომპოზიტორიKriticos Mwansa.
დეტალური ინფორმაცია ტრანსპოეზია 2020-ის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.transpoesie.eu/news/details/855#