Passport Index-ის 2026 წლის მონაცემების მიხედდვით, საქართველო ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 133 ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული წესით შესვლა.
მათგან 79 ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები სრულიად უვიზოდ შედიან, 50 ქვეყანაში აეროპორტშივე იღებენ ვიზას, ოთხ ქვეყანაში კი, ელექტრონულ ნებართვას საჭიროებენ. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღება ესაჭიროებათ 65 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-სა და იაპონიაში.
2023-2024 წელს რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე იყო, 135 ქვეყნაში უვიზოდ შესვლის ხელმისაწვდომობით.
2022 წელს საქართველო ამავე რეიტინგში 34-ე ადგილზე განთავსდა, ხოლო 2021 წელს – 35-ე პოზიცია ერგო.
2017 წელს რეიტინგში კი, საქართველო 45-ე ადგილზე იყო.
Passport Index არის ონლაინ პორტალი/პლატფორმა, რომელიც კანადაში, მონტრალში დაფუძნებული კომპანია Arton Capital-ის მიერ შეიქმნა.