რუმინეთი შესაძლოა, წლის ბოლომდე შეუერთდეს შენგენის ზონას, ამის შესახებ პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, ევროპელი ლიდერების სამიტზე განაცხადა.
იოჰანის თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის ჩეხეთის თავმჯდომარეობის დროს, რუმინეთი შენგენის ზონას წლის ბოლომდე შეუერთდეს. „მაგრამ არ არსებობს გარანტიები, მკაფიოდ უნდა ვთქვა", - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შანსები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე წარსულში, „რადგან ევროპაში ერთიანობის საჭიროება კიდევ უფრო აშკარა გახდა იმ ომის დროს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს“.
იოჰანისი დარწმუნებულია, რომ ევროპის ერთიანობა მხოლოდ მაშინ გაიზრდება, თუ რუმინეთი, ბულგარეთი და ხორვატია შენგენის ზონის ნაწილი გახდებიან.
„ამდენი წლის ლოდინის შემდეგ, მე მჯერა, რომ ყველა ლიდერმა გააცნობიერა, რომ ამ ნაბიჯს მხოლოდ კავშირის ერთიანობის გაძლიერება შეუძლია“, - აღნიშნა იოჰანსონმა.
რუმინეთი შენგენის ზონაში შესვლას 10 წელზე მეტია ელოდება. საკითხი ევროკავშირის საბჭზე დეკემბერში უნდა გადაწყდეს.