ილჰამ ალიევი გამოდის ინიცატივით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმა - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი შეიქმნას და მოალაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაიმართოს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, პრაღაში „ევროპული პოლიტიკური კავშირის“ სამიტის ფარგლებში მრგვალ მაგიდაზე გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ამ პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია ენერგეტიკის, კომუნიკაციების და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხების განხილვა.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია.
პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი.
გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.