ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკვე გრძნობს რუსეთი და არ გამორიცხა, რომ ახალი პაკეტები მომავალშიც შემუშავდება.
„კავშირის მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ სანქციები ეს არის დემოკრატიის ფასი, რომელიც უცვლელი უნდა დარჩეს“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ,
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღიარა, რომ არსებობს შიში, თუ კიდევ რამდენ ხანს იქნებიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები მკაცრი ზომებისთვის მზად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა და ინფლაციის პირობებში, თუმცა განარტავს, რომ „უკრაინის გამო დაღლილობა არ არსებობს“.
მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ომის გამო გამოქცეული 7 მილიონი უკრაინელი შეიფარეს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი შეშფოთებულია რუსეთის სანქციებთან მიმართებით არსებული „ხვრელების“ გამო, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც უკვე დგანან ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ან ამის სურვილი აქვთ. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები ჰყავდა მხედველობაში.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი ხსენებულ საკითხებზე რადიო თავისუფლებას ესაუბრა.
6 ოქტომბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა.