აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში ვიზიტს ასრულებს. Europetime-მა თბილისში გამართული შეხვედრებიდან ჯენკინსის კომენტარები შეკრიბა და გთავაზობთ ამ გზავნილებს.
შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან
- საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზღვაო უსაფრთხოებაში უკანონო სასაქონლო ნაკადის შესაჩერებლად. მე შევხვდი საქართველოს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს და შევთავაზე შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა ექსპორტის კონტროლთან შესაბამისობის მიმართულებით.
შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან
- კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან. განვიხილეთ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორობა. საქართველო რეგიონში აშშ-ის არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან
- მე დღეს მქონდა პატივი, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს. აშშ ამაყობს ჩვენი 30-წლიანი პარტნიორობით. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან მუშაობის გაგრძელებას ყველაზე აქტუალურ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ჯენკინსის ვიზიტი დღეს, 7 ოქტომბერს სრულდება.