საქართველოში აშშ-ის საელჩომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსის ვიზიტის დასრულებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა, სადაც თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა.
„საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო და თავდაცვა ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი ნაწილებია. ამ სფეროებში ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს სახელმწიფო მდივნის მაოდგილე ბონი ჯენკინსი შეხვდა.
გზავნილი, რომელიც მდივნის მოადგილე ჯენკინსმა შეერთებული შტატებიდან ჩამოიტანა ნათელია. ეს არის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებისთვის შრომობს.
ჩვენ ვამაყობთ თქვენთან თანამშრომლობით და მზად ვართ დაგეხმაროთ საქართველოს წინსვლისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.