იაპონური უკრაინის პარლამენტისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სამხრეთ კურილის კუნძულების იაპონიის კუთვნილებად აღიარებას მიესალმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება სამართლიანი და იურიდიულად გამართლებულია. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს კუნძულები სსრკ-ს მიერ იყო ოკუპირებული და რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.
„იაპონია არ აპირებს ჩრდილოეთ ტერიტორიების ძალით დაბრუნებას, მაგრამ უკრაინისა და იაპონიის ერთობლივმა ქმედებებმა, პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში, განსაკუთრებით, რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით უკრაინის წინააღმდეგ, უნდა შეუწყოს ხელი აგრესორის დასჯას და ყველა ადამიანის დაბრუნებას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განუცხადა იაპონიაში უკრაინის ელჩმა სერგი კორსუნსკიმ უკრაინულ მედიას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურილიის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას 7 ოქტომბერს მოაწერა ხელი.