უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდა სულ 10 მშვიდობიანი მოქალაქეა გამოყვანილი. შესაბამისი განცხადება უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა გაავრცელა.
9 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ჯარებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს ქალაქ ზაპოროჟიეზე. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, სულ დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 87, მათ შორის ექვსი ბავშვია.
თავდაპირველად, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.
კონტექსტი: ზაპოროჟიე არის მთავარი ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზიდან არც თუ ისე შორს, აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური და იქ მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულად აკვირდება.