უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსი ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.
„აბსოლუტური სისასტიკე. აბსოლუტური ბოროტება. ველურები და ტერორისტები. ვინც გასცა ეს ბრძანება, ვინც შეასრულა ეს ბრძანება, ისინი პასუხს აგენებ. რა თქმა უნდა, კანონის და ხალხის წინაშე", - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, 9 ოქტომბრის ღამეს, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით 12 რაკეტა გაუშვეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 20 ოჯახი და დაახლოებით 50 საცხოვრებელი კორპუსი, ასევე ოთხი საგანმანათლებლო დაწესებულება.