ევროპელი ლიდერები ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას გმობენ

ევროპელი ლიდერები ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას გმობენ და აცხადებენ, რომ კრემლმა პასუხი უნდა აგოს „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის“.

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ ომი, არამედ „დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ, რომლის ორგანიზატორიც დაისჯება“.

„რუსეთი აგრძელებს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. ამჯერად ზაპოროჟიეზე. საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეუძლიათ მრავალი ადამიანის გადარჩენა, იმედია, ისინი მალე უკრაინამდე მიაღწევენ“, - წერს თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე.



ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობაზე მიუთითა, რათა ქვეყანამ თავის დაცვა შეძლოს იმ ფონზე, როდესაც  რუსეთი ტერორს აგრძელებს. თავდასხმა ასევე დაგმო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ.

9 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი დაშვდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.