უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

Europetime-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ საჯაროვდება. 

„უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

2022 წლის თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში საბრძოლო მოქმედბებში მონაწილე 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.