ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქეთა გაბიანის წინააღმდეგ საქმეზე საუბრისას განაცხადა, სადაც მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
როგორც ცნობილია, წულუკიანი საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმის სტატუსის დაიკითხა.
„ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ. თორემ, ჩვენ არც ლანძღვა გვიკვირს, არც დაკნინება, ვერბალური თავდასხმები. ამას შევეგუეთ. ეს დემოკრატიის ნაწილად ითვლება, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ უნდა შევეგუოთ", - განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქეთა გაბიანიამ მისი წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი განცხადება გაავრცელა. ამასთან, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე მუქარის მუხლით მიმდინარეობს.