უნგრეთი და სერბეთი, ორ ქვეყანას შორის ნავთობსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა ზოლტან კოვაჩმა Twitter-ზე დაწერა.
„ახალი ნავთობსადენი დაუკავშირდება „დრუჟბის“ მილსადენს და სერბეთს საშუალებას მისცემს იაფი „ურალის“ ნავთობი მიიღოს“, - წერს ზოლტან კოვაჩი.
კოვაჩმა დასძინა, რომ ამჟამად სერბეთი ნავთობის ძირითად მოცულობას მილსადენით ხორვატიიდან იღებს. თუმცა ხორვატიის გავლით ნავთობსადენ JANAF-ით მიწოდება მომავალში, ალბათ, სანქციების გამო არ განახლდება.