თეგი: სერბეთი

ალექსანდრ ვუჩიჩი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სერბეთს ძვირად დაუჯდება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ძვირად დაუჯდება სერბეთს, განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა TV Pink-თან ინტერვიუში. „რუსეთი მხარს უჭერს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას 2001 წლიდან... მე მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ რუსულ გაზს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ ფასად", - განაცხადა ვუჩიჩმა. სერბეთი, რომელიც თითქმის მთლიანად რუსულ გაზსა და ნავთობზეა დამოკიდებული, კრიტიკის ქვეშ მოექცა რუსეთის ომთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის გამოცხადების გამო და უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. „ეს ომი ასევე ეხება სერბეთს. ვალდებულები ვართ, ვიმოქმედოთ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და პატივი ვცეთ პრინციპებს", - განაცხადა ვუჩიჩმა. უფრო ადრე, სერბეთის პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენელს ალექსანდრე ბოკან-ხარჩენკოს შეხვდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი, თავის ევროპულ გზაზე, გააგრძელებს „ტრადიციული მეგობრობისა და პარტნიორობის შენარჩუნებას რუსეთთან და ჩინეთთან“. შეხვედრაზე განიხილეს სერბეთ-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხი, მათ შორის ენერგეტიკის სფერო, იმის მოლოდინით, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყება გაზის მიწოდების რაოდენობაზე, ფასებსა და სხვა პირობებზე. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა

სერბეთის პრეზიდენტი: დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ ვაღიაროთ კოსოვო

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა მოქალაქეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ სერბეთმა აღიაროს კოსოვო. ამის შესახებ, Anadoly წერს.  ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი დიდი პრობლემის წინაშეა, რადგან დასავლეთის ქვეყნების მოთხოვნა კოსოვოს აღიარების შესახებ კიდევ უფრო გაღრმავდება. მისი თქმით, ქვეყანაში ვითარება უარესდება, რაზეც გავლენას ახდენს „რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც კოსოვოს საკითხს განსხვავებულად უყურებს“. „ჩვენ ბევრი მოლაპარაკება გავმართეთ კოსოვოს საკითხზე, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ოფიციალურ პირებთან პრიშტინიდან. მაგრამ მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტმა ადმინისტრაცია გადაიბარა, კოსოვოში სერბებზე თავდასხმები გახშირდა“, - აღნიშნა ვუჩიჩმა. ვუჩიჩის შეფასებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ კოსოვოს რუსეთი აღიარებს. ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირის მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებს დგამს. სერბეთის ლიდერმა, ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში 90-დღიან სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას არ გამორიცხავს. პუტინის თქმით, დასავლეთის ქვეყნები ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას და საერთაშორისო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კოსოვოს შესახებ მაგალითს აძლევს დონბასს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინული დონბასისთვის კოსოვოს მაგალითის თავისებურმა წარმოდგენამ სერბეთში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კერძოდ, დაიბეჭდა სტატიები სათაურით, რომ „პუტინმა სერბეთს ზურგში დანა ჩაარტყა“. 

რუსეთი და სერბეთი გაზის მიწოდებაზე ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს - მედია

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ  ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, გაზის მიწოდების ახალ სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა. ფასზე ახლა ვერ ვისაუბრებ, ყველა დეტალი გაზპრომთან იქნება შეთანხმებული“, - განუცხადა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს. სერბეთს 10-წლიანი კონტრაქტი რუსულ გაზპრომთან 31 მაისს ეწურება. სერბეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, ბოლო დროს დასავლეთის ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა შეუერთდეს ბლოკს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში.  2008 წელს, ბალკანეთის ქვეყნის გაზისა და ნავთობის სექტორები რუსული კომპანიების ხელში აღმოჩნდა. „გაზპრომ ნეფტი“ და „გაზპრომი“ ქვეყნის ნავთობკომპანიის წილებს იზიარებენ.    

სერბეთი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

სერბეთი ინახავს სიმძლავრეს აზერბაიჯანიდან გაზის მისაღებად, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა. გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ მისი თქმით, რუსეთი სერბეთს ყოველწლიურად აწვდის 2,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ხოლო ქვეყნის გაზის მოხმარება წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. „განსხვავება ნაწილობრივ უზრუნველყოფილი იქნება უნგრეთის გაზის საწყობიდან, ნაწილობრივ ბანაცკი დვორის გაზსაცავიდან და მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ ნის-დიმიტროვგრადის გაზსადენით მივიღოთ გაზის დაახლოებით 40 პროცენტი. ძირითადად გაზი აზერბაიჯანიდან უნდა მივიღოთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სიმძლავრეების რეზერვის შესახებ იმ მომენტისთვის, როდესაც დასრულდება ამ გაზსადენის მშენებლობა“, - განაცხადა მიხაილოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის.  

ხორვატიამ სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაბლოკა

ხორვატიამ სერბეთის პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ალექსანდრ ვუჩიჩი მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან მისვლას გეგმავდა. ხორვატიის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ზაგრებში დაფუძნებული გაზეთი, Jutarnji Iist იტყობინება, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი მის ვიზიტზე ხორვატიის ხელისუფლების ინფორმირებას არ აპირებდა.  ხორვატიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვუჩიჩის მიზანი, რომელმაც დიმპლომატიური პროტოკოლი დაარღვია, ზაგრების პროვოცირება იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს. „ის, რაც წერია ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში, რომელიც კრძალავს სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის კერძო ვიზიტს იასენოვაცში, არის არამხოლოდ სკანდალური, არამედ შემზარავი, გაუგონარი და დაუჯერებელია, რომ ეს ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - განაცხადა სელაკოვიჩმა. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ ვულინმა უკვე გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა ხორვატიის ოფიციალური პირების მიმართ სასაზღვრო პოლიტიკას შეცვლის და დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ამიერიდან სერბეთში შესვლისას მოუწევთ, ვიზიტის მიზეზი დაასახელონ.

სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხორვატიისგან ვიზიტზე უარი ორჯერ მიიღო

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ხორვატიის პრემიერ-მინისტრს ანდრეი პლენკოვიჩს კერძო ვიზიტის ნებართვა გასული წლის 2 სექტემბერს სთოვა, მაგრამ უარი მიიღო. ვუჩიჩის თქმით, მეორე ასეთი თხოვნა პირველ მარტს გაგზავნა. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში გაგზავნილი თხოვნის პასუხი იყო: „გთხოვთ, გადადოთ ვიზიტი შიდა პოლიტიკური ვითარების გამო“. ხორვატიამ სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაბლოკა „მინდოდა ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა და ყვავილების დადება ისეთ ადგილას, სადაც... ათიათასობით დაიღუპა იასენოვაცში. რაღაც ალოგიკურად მეჩვენება, რომ ცდილობთ მსგავსი რამის თავიდან აცილებას პროვოკაციის საბაბით. არ ვიცი, რატომ”, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა დღეს ჩრდილოეთ კოსოვოში ისროლეს. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ დახურულია სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო. მედია: კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. NATO-მ კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება გააძლიერა შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოს არმია შუაღამისას გეგმავს ქვეყანაზე თავდასხმას, იტყობინება გამოცემა Danas-ი. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვამბობ ამას? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა ვუჩიჩმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე სროლების ხმა ისმოდა. ადგილობრივი დროით 18:00 საათის შემდეგ, ქალაქში საჰაერო თავდასხმის მომასწავებელი სირენები ხმა გაისმა, სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით, ბარიკადებს აშენებენ, გზები გადაკეტილია. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.

სერბეთი მის არმიასა და კოსოვოს პოლიციას შორის შეტაკების შესახებ ცნობებს უარყოფს

სერბეთი მის არმიასა და კოსოვოს პოლიციას შორის სასაზღვრო კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ Anadolu წერს.  „არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე დაშავდა. მივმართავთ ყველა მოქალაქეს და მედიას, არ აჰყვნენ ყალბ ამბებს, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციას და პანიკას იწვევს“, - ნათქვამია კოსოვოს პოლიციის განცხადებაში.  სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კოსოვოს მთავრობა დიდი რაოდენობით დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის ყალბი ანგარიშების საშუალებით სოციალურ მედიაში. „სავარაუდოდ, იყო გარკვეული კონფლიქტები სერბეთის არმიასა და ე.წ. კოსოვოს პოლიციას შორის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ სერბეთის არმია „არანაირად არ შესულა კოსოვოს ტერიტორიაზე". სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვამბობ ამას? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე სროლების ხმა ისმოდა, ჩაირთო განგაშის სიგნალი. სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით, ბარიკადებს აშენებენ, გზები გადაკეტილია. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ასევე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრმა, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების დენაციფიკაცია. ცნობისთვის, ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.  

მედია: კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა

გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. NATO-მ კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება გააძლიერა შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.

ამერიკის ელჩი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერმა კოსოვოს მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადადოს. „მე ვთხოვე  ალბინ კურტის მთავრობას, გადადოს ამ გადაწყვეტილების შესრულება 30 დღით. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ბარიკადების ჩამოყალიბებას, მხარეებს შორის დიალოგის გზა უნდა მოიძებნოს", - განუცხადა ჰოვენიერმა მედიას კოსოვოს პრემიერსა და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. სერბეთი მის არმიასა და კოსოვოს პოლიციას შორის სასაზღვრო კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. „არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე დაშავდა. მივმართავთ ყველა მოქალაქეს და მედიას, არ აჰყვნენ ყალბ ამბებს, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციას და პანიკას იწვევს“, - ნათქვამია კოსოვოს პოლიციის განცხადებაში.  სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კოსოვოს მთავრობა დიდი რაოდენობით დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის ყალბი ანგარიშების საშუალებით სოციალურ მედიაში. „სავარაუდოდ, იყო გარკვეული კონფლიქტები სერბეთის არმიასა და ე.წ. კოსოვოს პოლიციას შორის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ სერბეთის არმია „არანაირად არ შესულა კოსოვოს ტერიტორიაზე". სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვამბობ ამას? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე სროლების ხმა ისმოდა, ჩაირთო განგაშის სიგნალი. სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით, ბარიკადებს აშენებენ, გზები გადაკეტილია. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ასევე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრმა, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების დენაციფიკაცია. ცნობისთვის, ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.

კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო

კოსოვოს მთავრობამ, სერბეთთან საზღვრის გადასაკვეთად დროებითი დოკუმენტების გაცემა და კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბთა ავტომანქანების სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეცვლა 1-ელი აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე გადადო. NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. ჩაერევიან, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება კოსოვოს მთავრობის გვიან ღამით მიღებულ გადაწყვეტილებას საზღვართან დაძაბულობა უძღიდა. 31 ივლისს, საღამოს, ასეულობით კოსოვოელმა სერბმა სატვირთო ავტომანქანებით გზები ორ სასაზღვრო პუნქტთან გზა გადაკეტა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იღებენ ვალდებულებას, რომ გადაწყვეტილებების აღსრულება 30 დღით, იმ პირობით გადადონ, რომ საზღვარზე ყველა ბარიკადას აიღებენ და თავისუფალი მიმოსვლა სრულად აღდგება. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს.  შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში.   

სერბეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება - საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, დაძაბულობის შეწყვეტისთვის ყველაფერი გააკეთონ

"საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, დაძაბულობის შეწყვეტისთვის ყველაფერი გააკეთონ - სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს" – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. ჩაერევიან, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება „იმედი მაქვს, იქნება დეესკალაცია და ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ახალი კომპრომისული გადაწყვეტილებებით. უახლოეს დღეებში ალბათ ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაუჭირა სერბეთს, მათაც, ვინც იყო მართალი და გამოთქვა სწორი შეხედულება. სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვუჩიჩმა. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა, რისი მიზეზიც ორი გადაწყვეტილება გახდა. კოსოვომ გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.  

კოსოვომ სერბებზე საბუთების გაცემა დაიწყო. საზღვართან საპროტესტო ბარიკადებს შლიან

კოსოვოს ხელისუფლებამ სერბებზე საბუთების გაცემა დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდრა, რაც აშშ-სთან და ევროკავშირთან კონსულტაციის შემდეგ კოსოვომ  სერბეთიდან შესული მგზავრებისთვის მანქანების ნომრებსა და სამოგზაურო დოკუმენტაციის გაცემის შესახებ მიღებული კანონი ერთი თვით გადადო. კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო 1-ელ აგვისტოს დაიწყეს ბარიკადებია დაშლა, რომლებიც კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა პროტესტის ნიშნად სასაზღვრო გასასვლელებთან აღმართეს. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა შესვლა-გასვლის პირველი საბუთები სერბეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც საზღვარი სერბეთთან ამჟამად მოქმედი ოთხი პუნქტიდან ერთ-ერთის გზით გადაკვეთეს. 1-ელ აგვისტოს, დილით მიღწეული შეთანხმებით, ახალი წესების ამოქმედება 30 დღით გადაიდო. 31 ივლისს, გვიან ღამით, პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიერმა კოსოვოს მოუწოდა წესების ამოქმედება 30 დღით გადაედო, "რადგან, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებების გარშემო გავრცელდა დეზინფორმაცია და გაუგებრობა". მანამდე, კოსოვოს მთავრობა აცხადებდა, რომ 1ელ აგვისტოდან სერბეთიდან შემომავალ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ საბუთებს შეუცვლიდნენ შესვლა-გასვლის დოკუმენტაციით, რომელსაც პრიშტინა გასცემდა და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნებოდა ძალაში.  

იენს სტოლტენბერგი: NATO მზადაა, ჩაერიოს, თუ კოსოვოში სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება

NATO-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ NATO-ს ძალები (KFOR) მზად არიან პროცესში ჩაერიონ, თუ კოსოვოში სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება.  „ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს ევროკავშირის შუამავლობით დიალოგში და უთანხმოება დიპლომატიური გზით გადაწყვიტოს", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.  31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა და მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადაედო.  

სერბეთმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარი თქვა - მედია

რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სერბეთმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარი თქვა. სანაცვლოდ ბელგრადმა გადაწყვიტა NATO-სთან თანამშრომლობა გააფართოოს.  გასულ კვირას, სერბეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკომ, რუსული სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ განცხადება გააკეთა. „სერბეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნა ამ ქვეყნის სუვერენული საქმეა, დამატებით ეს თავად რუსეთის ფედერაციის ინტერესების საკითხია“, - თქვა დიპლომატმა. ამასთან, მან განაცხადა, რომ სერბეთის პოზიცია ბალკანეთის რეგიონში, სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით ძლიერია ვიდრე ჩანს. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი ათვლას ახლა იწყებს. მანამდე პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „სერბეთს არავისი სამხედრო ბაზები არ სჭირდება“.  „სერბეთს არავის სამხედრო ბაზები არ სჭირდება. ის შეინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს და მოკავშირეებთან ურთიერთობებს. მას არ შერცხვება რუსეთთან, ჩინეთთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან კავშირების და საკუთარ თავზე იზრუნებს“, - განაცხადა გასული კვირის ბოლოს ალექსანდრე ვუჩიჩმა სერბეთის TV Prva-სთან ინტერვიუში.  

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ

ბოლოდროინდელი სასაზღვრო დაძაბულობის ფონზე, ალექსანდრ ვუჩიჩმა და ალბინ კურტმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელისგან შეხვედრის მიწვევა მიიღეს. ლიდერები სავარაუდოდ, 18 აგვისტოს შეხვდებიან ჯოზეფ ბორელს, ასევე, NATO-ს ხელმძღვანელს იენს სტოლტენბერგს და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მიროსლავ ლაიჩეკს. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა და გაეროს წევრთა უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა მეზობლისგან ცალკე ავტონომიურ სახელმწიფოდ აღიარეს. თუმცა სერბეთი პრეტენზიას კვლავ აცხადებს. 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

სტოლტენბერგის თქმით, კოსოვოსა და სერბეთს შორის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, NATO სამშვიდობო ძალებს გაზრდის

NATO-ს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის განცხადებით, კოსოვოსა და სერბეთს შორის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, NATO სამშვიდობო ძალებს გაზრდის. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან დასავლეთ ბალკანეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის შესახებ მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, წერს Reuters. სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ  „მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სიტუაცია გაუმჯობესებულია, ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ბელგრადისა და პრიშტინის ოფიციალური პირების, რომ მორე ესკალაცია თავიდან აიცილონ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.„მოვუწოდებ ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და მოერიდონ ძალადობას. NATO აგრძელებს ადგილზე სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ჩვენი KFOR-ის სამშვიდობო მისია რჩება ფოკუსირებული გაეროს მანდატზე. თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, KFOR მზადაა ჩაერიოს", - თქვა სტოლტენბერგმა.  31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.  

კოსოვო-სერბეთის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს. „დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მხარეები მზად არიან, განაახლონ მოლაპარაკებები „უახლოეს დღეებში“, - განაცხადა ბორელმა. მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით ბრიუსელში შედგა. სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ 2011 წელს დაწყებული ბელგრადი-პრიშტინას დიალოგი მიზნად ისახავს დასავლეთ ბალკანეთის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ის გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა აღიარეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.  

სერბეთის პრეზიდენტი: კოსოვოსთან შეთანხმება შეუძლებელია

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განაცხადებით, კოსოვოსთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ბელგრადში, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. კოსოვო-სერბეთის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა ვუჩიჩის თქმით, ბელგრადი დგამს გადაუდებლად აუცილებელ ნაბიჯებს კოსოვოში „სერბებისთვის გარანტირებული მომავლის“ შესაქმნელად.  „ამ დროისთვის, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ მშვიდობისთვის და ჩვენი ხალხის დასაცავად“, - განაცხადა ვუჩიჩმა. 2011 წელს დაწყებული ბელგრადი-პრიშტინას დიალოგი მიზნად ისახავს დასავლეთ ბალკანეთის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ის გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა აღიარეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ჯოზეფ ბორელი: სერბეთმა და კოსოვომ მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას

სერბეთმა და კოსოვომ, ევროკავშირის შუამავლობით, ორი ქვეყნის მოქალაქეების, საზღვარზე გადაადგილების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა.  სერბეთის პრეზიდენტი: კოსოვოსთან შეთანხმება შეუძლებელია „ევროკავშირის შუამავლობით წარმოებული დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა გააუქმოს შესვლა-გასვლის დოკუმენტები პირებისთვის, რომლებსაც კოსოვოს საიდენტიფიკაციო მოწმობები აქვთ, ხოლო კოსოვომ თანხმობა განაცხადა ამგვარი დოკუმენტები არ შემოიღოს სერბეთის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მფლობელთათვის. კოსოვოელ სერბებს, ისევე, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ კოსოვოსა და სერბეთს შორის თავისუფლად იმოგზაურონ თავიანთი პირადობის დამადასტურებელი ბარათებით. ევროკავშირმა ეს წუთია მიიღო ამის გარანტია [კოსოვოს] პრემიერ-მინისტრისგან, [ალბინ] კურტისგან", - წერს ბორელი Twitter-ზე.  კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.  

ალექსანდრ ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთის ენერგორესურსების გარეშე გაძლებს

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანას, საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს იმისთვის, რომ ენერგორესურსები, რუსეთის გვერდის ავლით, სხვა ქვეყნებისგან იყიდოს.   „ჩვენ ომის ფასი ევროპის მიწაზე უნდა გადავიხადოთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. ამასთან აღნიშნა, რომ სერბეთი არ დაზარალდება, თუ ნავთობს ერაყში იყიდის. „ასევე შევეცდები დაველაპარაკო ვენესუელასაც. ჩვენ ნავთობს ყველასგან ავიღებთ, არავინ გვეზიზღება“.  ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში გაზსაცავების მარაგი, 60 დღის სამყოფია, ამას ემატება მეზობელ უნგრეთში დაკონტრაქტებული მარაგები.  ამასთან, ბელგრადი თბოელექტროსადგურებისთვის, დამატებით ქვანახშირის მომწოდებლებს მოძებნის. სერბეთში ელექტროენერგიის 2/3 თბოელექტროსადგურები გამოიმუშავებენ. სერბეთი გეგმავს ქვანახშირი ჩინეთსა და ინდონეზიაში იყიდოს.  სერბეთი საკმაოდ დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე და იძულებული გახდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავისი პოლიტიკისთვის გადაეხედა.   ქვეყანა ემზადება, რომ 2023 წლიდან, ახალი ინტერკონექტორის ამოქმედების შემდეგ, გაზი აზერბაიჯანისგან შეისყიდოს.   

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მხარს უჭერს ბალკანეთის სტაბილურობასა და განვითარებას

ბალკანეთი თურქეთისთვის პრიორიტეტულია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ბოსნია-ჰერცოგოვინაში ვიზიტისას განაცხადა.  სარაევოში გამგზავრებამდე ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ბალკანეთის სტაბილურობასა და განვითარებას. ასევე ბალკანეთის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. „ჩვენ ვეცდებით, ვიპოვოთ გამოსავალი ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა ერდოღანმა.  მისი თქმით, ბალკანეთი თურქეთისთვის პრიორიტეტულია არამხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოგრაფიული მიზეზებით, არამედ რეგიონთან ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირების გამო. ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი სერბეთში ჩავიდა, შემდეგ კი ხორვატიას ეწვევა. 

სერბეთი აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის შესყიდვაზე შეთანხმდა - ვიცე-პრემიერი

სერბეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია EPS აზერბაიჯანთან 2600 მგვტ/სთ ელექტროენერგიის შესყიდვაზე შეთანხმდა. ამის შესახებ სერბეთის ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა Reuters-ს განუცხადა.  მიხაილოვიჩმა აღნიშნა, რომ ბელგრადი ამჟამად, ამ ელექტროენერგიის გადაცემაზე მოლაპარაკებებს თურქეთთან აწარმომებს. მისი თქმით, სერბეთი ასევე განიხილავს ელექტროენერგიის დამატებით იმპორტს უნგრეთიდან. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 2,6 პროცენტით გაიზარდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 19,115 მილიარდ კილოვატ/საათზე მეტი ელექტროენერგია იწარმოებოდა. ექსპორტმა 14,06 მლრდ კილოვატსათი შეადგინა, იმპორტმა - 94,3 მლნ კილოვატ/საათი ელექტროენერგია.  

სერბეთი აცხადებს, რომ ფსევდორეფერენდუმებს არ აღიარებს

სერბეთი აცხადებს, რომ ანექსიის შესახებ რეფერენდუმები, მთლიანად ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. უკრაინული მედიის ცნობით, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა სელაკოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი, საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას ითვალისწინებს. „პირველ რიგში, ჩვენ ფუნდამენტურად ვიცავთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და გაეროს წესდებას და მეორეც, ეს მთლიანად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს და ჩვენს პოლიტიკას ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან და საზღვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა. უკრაინული მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმმა განაცხადა, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვა, „საერთაშორისო წესრიგის განადგურებად" შეიძლება, ჩაითვალოს. ცნობილია, რომ ბელგრადი ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

AP: სერბეთმა და რუსეთმა საგარეო პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სერბეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ორმხრივი „კონსულტაციებისთვის“, იტყობინება AP ბალკანურ მედიაზე დაყრდნობით. ხელმოწერა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე შედგა. დოკუმენტი სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააფორმეს. Associated Press-ი წერს, რომ „ალექსანდრ ვუჩიჩი ნიუ-იორკში ლავროვს შეხვდა და აუდიენციისას ყურადღება გაამახვილეს რუსეთ-სერბეთის ურთიერთობების შემდგომ დინამიკურ განვითარებაზე". „სერბეთის პროდასავლური ოპოზიციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან უახლესი შეთანხმების ხელმოწერა იმის ნიშანია, რომ ვუჩიჩმა უარი განაცხადა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, - წერს AP. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ ვულინმა, რომ „რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოება, არა წარსულის პატივისცემა, არამედ სამომავლოდ, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა“. 

უნგრეთი და სერბეთი ნავთობსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

უნგრეთი და სერბეთი, ორ ქვეყანას შორის ნავთობსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა ზოლტან კოვაჩმა Twitter-ზე დაწერა.  „ახალი ნავთობსადენი დაუკავშირდება „დრუჟბის“ მილსადენს და სერბეთს საშუალებას მისცემს იაფი „ურალის“ ნავთობი მიიღოს“, - წერს ზოლტან კოვაჩი.  კოვაჩმა დასძინა, რომ ამჟამად სერბეთი ნავთობის ძირითად მოცულობას მილსადენით ხორვატიიდან იღებს. თუმცა ხორვატიის გავლით ნავთობსადენ JANAF-ით მიწოდება მომავალში, ალბათ, სანქციების გამო არ განახლდება.   

BBC: უკრაინა სერბეთიდან უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერლის ექსტრადირებას ცდილობს

სერბეთის ქალაქ ნისის უმაღლესი სასამართლოს სპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ანდრი ნაუმოვის ექსტრადირება მოითხოვა. ის უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SBU) შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ნაუმოვმა უკრაინა 23 თებერვალს, რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ ნაუმოვის წინააღმდეგ საქმე ღალატის მუხლით აღძრა. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ნაუმოვს შეეძლო, რუსეთისთვის  ჩერნობილის უსაფრთხოების სისტემების შესახებ ინფორმაცია გადაეცა. პირველ აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაუმოვს გენერლის წოდება ჩამოართვა იმის გამო, რომ მან ერთგულების ფიცი ვერ შეასრულა. ანდრი ნაუმოვი სერბმა მესაზღვრეებმა ფულის გათეთრების ბრალდებით ივნისში დააკავეს.  

სერბეთში ახალი მთავრობა აირჩიეს

სერბეთის პარლამენტმა ორდღიანი დებატების შემდეგ, 153 ხმით 68-ის წინააღმდეგ, ახალი მთავრობა აირჩია. ახალ მთავრობას ანა ბრნაბიჩი ხელმძღვანელობს, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი იყო. ბრნაბიჩი არის პირველი ქალი, რომელიც სერბეთის მთავრობას მეთაურობს და პირველი პოლიტიკოსი, რომელიც არ მალავს იმ ფაქტს, რომ ქალზეა დაქორწინებული. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება სტაბილურობის შენარჩუნება „იმ დროს, როცა კაცობრიობას ემუქრება მესამე მსოფლიო ომი“, ხოლო შიდა პლანზე – ენერგეტიკის სექტორის სტაბილურობა. ბრნაბიჩი კოსოვოსთან დიალოგის მომხრე იყო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას სთავაზობს ბელგრადი.    სერბეთში საპარლამენტო არჩევნები აპრილის დასაწყისში გაიმართა. არც პრეზიდენტმა და არც პრემიერმა არ უპასუხეს ოპოზიციის კითხვას, თუ რატომ გადადო ექვსი თვით აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბება კოალიციამ, რომელსაც უმრავლესობა ჰყავს.   

მედიის ცნობით, სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ბრძანებით, სერბეთის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან მოყვანილნი. ამის შესახებ სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა. ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი სერიოზული სახელმწიფოა, ამიტომ არავინ უნდა ითამაშოს „ომის თამაშები“. მისივე თქმით, სერბეთი არ უნდა მოდუნდეს და არმია მოქალაქეების, მათ შორის კოსოვოში მცხოვრები სერბების დაცვისას, მზადაა პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად. 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება პირველ ნოემბრამდე გადადო. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც კოსოვოს სანომრე ნიშნები არ ექნებათ, დღეიდან გაფრთხილებას მიიღებენ. შემდგომი ორი თვის განმავლობაში მათ დააჯარიმებენ, ხოლო ამის შემდგომი სამი თვე, დროებითი სანომრე ნიშნები იმოქმედებს.

ვუჩიჩმა სერბეთის საჰაერო სივრცეში „მტრის დრონების“ ჩამოგდების ბრძანება გასცა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სამხედროებს უბრძანა, გაანადგურონ მტრის ნებისმიერი თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენი აპარატები კოსოვოს მოსაზღვრე რაიონებში დააფიქსირეს.  ამის შესახებ Anadolu წერს. პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა დაადასტურა, რომ რამდენიმე თვითმფრინავი სამხედრო ბაზების გადაღების დროს შენიშნეს. „თუ ეს კიდევ განმეორდება, ჩვენ ჩამოვაგდებთ თითოეულ ამ თვითმფრინავს ისევე, როგორც ამას ნებისმიერი სხვა ქვეყანა გააკეთებს. მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ამის შესახებ პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი უფრო მეტს იტყვიან“, - განაცხადა ბრნაბიჩმა. ვუჩევიჩმა მანამდე განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან, რადგან მეზობელ კოსოვოსთან დაძაბულობა იზრდება. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.

ბრიუსელში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს შორის მოლაპარაკება, უშედეგოდ დასრულდა

სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკეებები უშედეგოდ დასრულდა.  NATO კოსოვოში ჯარების რაოდენობას დროებით ზრდის ბელგრადსა და პრიშტინას შორის, მოლაპარაკებების ორგანიზატორი ევროკავშირია. ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აუცილებელია ვითარების დეესკალაცია.   „მრავალსაათიანი დისკუსიის შემდეგ, მხარეები დღეს ვერ შეთანხმდნენ საკითხის საერთო გადაწყვეტაზე... ჩვენ შევთავაზეთ წინადადებები, რომლებიც თავიდან აიცილებდნენ ესკალაციას. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მიიღო ისინი, პრემიერ-მინისტრმა კურტიმ კი არა", - თქვა ბორელმა. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. კოსოვოს ხელისუფლებამ გეგმის განხორციელება პირველ ნოემბერს დაიწყო.  პირველ ეტაპზე კოსოვოს ხელისუფლებამ გააფრთხილა ის ადამიანები, რომლებიც მანქანებზე სერბულ სანომრე ნიშნებს გამოიყენებენ. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან. გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე. ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის მეტი დრო მისცეს.   

ილჰამ ალიევმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დონის მიღწევაზე, ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება. დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დოკუმენტებში განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას ეთმობა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი გაზის წარმოებასა და მიწოდებაში მსოფლიო ლიდერია. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში აზერბაიჯანი ექსპორტზე, 35 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს გაიტანს. ახლა ბუნებრივი აირის ექსპორტი 22 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. ამ მოცულობის ნახევარი ევროპის ქვეყნებში გადის. ვუჩიჩმა დააზუსტა, რომ ახლა სერბეთი და აზერბაიჯანი, სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობაზე მუშაობენ. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ბელგრადი აზერბაიჯანიდან გაზის შეძენას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებს. პრესკონფერენციაზე მხარეებმა ასევე შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.  

ბორელის თქმით, კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებული დავა მოაგვარეს

კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებული დავის მოგვარება შეძლეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, ბელგრადი შეწყვეტს კოსოვოს ქალაქების კოდებით საავტომობილო ნომრების გაცემას, პრიშტინა კი, უარს იტყვის სერბული ნომრებით რეგისტრირებული ავტომობილების ხელახლა გადარეგისტრირებაზე. „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას კოსოვოსა და სერბეთს შორის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია. ჩვენ განვიხილავთ მომავალ ნაბიჯებს ორ მხარეს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ჩვენი წინადადების ფარგლებში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შესაბამისი ვიდეო ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ გაავრცელა. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებდნენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოეყენებინათ. ამის გამო საზღვარზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან. გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე. ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის მეტი დრო მისცეს. 

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ამის შესახებ სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა განაცხადა.  მისივე თქმით, „სერბეთმა იანვრიდან უნდა დაიწყოს ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან, თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილდება“.   ჯედოვიჩმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ბულგარეთის გავლით ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე. აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და ალექსანდრ ვუჩიჩის სატელეფონო საუბრის შემდეგ, 2022 წლის 21 აგვისტოს, სერბეთის სახელმწიფოს მეთაურის ოფისმა განაცხადა, რომ ბელგრადი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შეძენას ხელსაყრელი პირობებით შეძლებს.  

სერბეთის პრეზიდენტი: ჩვენი ქვეყნის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს. „ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ გარკვეული საქონლის რეექსპორტის შემთხვევებზე და ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა დააკავეს ადამიანები კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში", - განაცხადა ვუჩიჩმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ალექსანდრ ვუჩიჩმა, ჩრდილოეთ კოსოვოში ვითარების გამწვავების გამო, საგანგებო სხდომა გამართა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, ჩრდილოეთ კოსოვოში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.  სერბეთის ლიდერის გადაწყვეტილების მიზეზი კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ალბინ კურტიის განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც კოსოვოს პოლიციის სპეცრაზმი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიის მაგისტრალებთან აღმართული ბარიკადების აღმოსაფხვრელად. მან სერბებს ბარიკადების მოხსნა 11 დეკემბრის საღამომდე მოსთხოვა. კოსოვოს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ კვინტას ქვეყნებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია) ონლაინ შეხვედრაზე მოახსენა, რომ მან ულტიმატუმი წაუყენა ჩრდილოეთ პროვინციაში მცხოვრებ სერბებს, რათა ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიის მაგისტრალებიდან ბარიკადები მოეხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციაში კოსოვოს პოლიცია ჩაერევა. მანამდე, იარინიეს საგუშაგოზე დააკავეს ყოფილი სერბი პოლიციელი დეიან პანტიჩი. საპასუხოდ, სერბმა მოსახლეობამ საგუშაგოსთან რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, ბარიკადებით გადაკეტა გზატკეცილზე გადასასვლელი და საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. კოსოვოში ევროკავშირის მისიის პატრული, ასევე კოსოვოსა და მეტოხიაში NATO-ს ეგიდით დაქვემდებარებული საერთაშორისო მისიის თანამშრომლები ბარიკადებისკენ გადაისროლეს.   

ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

Reuters-ის ცნობით, სერბეთის მოსაზღვრე კოსოვოს ადმინისტრაციის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ალექსანდრ ვუჩიჩმა, ჩრდილოეთ კოსოვოში ვითარების გამწვავების გამო, საგანგებო სხდომა გამართა კოსოვოს პოლიციის განცხადებით, პოლიციის ქვედანაყოფები, თავდაცვის მიზნით, იძულებულნი გახდნენ, თავდამსხმელებისთვის ცეცხლსასროლი იარაღით ეპასუხათ. პრიშტინის პოლიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის ოფისებზე, პოლიციის ოფიცრებსა და საარჩევნო ჩინოვნიკებზე თავდასხმისთვის, დაკავებულია ყოფილი პოლიციელი, დეიან პანტიჩი. კოსოვოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთში ავტომაგისტრალებზე ბარიკადების აღმართვისა და გზების გადაკეტვის ინსტრუქცია სერბეთის ხელისუფლებამ გასცა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მისიის საპატრულო ავტომობილს ხმოვან-მანათობელი ყუმბარა ესროლეს. სერბეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდებს, ევროკავშირის მისიისა და ნატო-ს კონტინგენტის წარმომადგენლებთან კონფლიქტისგან თავი შეიკავონ.  

სამხრეთის გაზის დერეფანი სერბეთს სატრანზიტო ქვეყნად გადააქცევს - ენერგეტიკის მინისტრი

სამხრეთ გაზის დერეფანთან დაკავშირებით, სერბეთი არა მხოლოდ გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ექნება შესაძლებლობა გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც ეს გაზი მიედინება სხვა ქვეყნებში, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. ამის შესახებ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა Trend-თან განაცხადა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ევროპისთვის გაზის მიწოდების მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება უახლოეს წლებში, რასაც მოწმობს ევროკავშირის ინტერესი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის ზრდაზე. აზერბაიჯანული გაზი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეს განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი რეგიონისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია“, - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.  შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.  

აზერბაიჯანი და სერბეთი „მწვანე ენერგიის" სფეროში თანამშრომლობას გეგმავენ

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი სერბეთის ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრს სინისა მალის და ენერგეტიკის მინისტრს დუბრავკა ჯედოვიჩს სეხვდა. სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. შეხვედრაზე განიხილეს ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის და მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეგახსენებთ, რომ სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს.  

სერბეთში, ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

კვირას საღამოს, აღმოსავლეთ სერბეთში ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქალაქ პიროტში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, არ დაეტოვებინათ სახლები. ამიაკის გაჟონვით გამოწვეული შეზღუდული ხილვადობის გამო, საშობაო არდადეგებზე გადატვირთული მოძრაობის დროს ბულგარეთისკენ მიმავალ მთავარ გზატკეცილზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა. პოლიციამ საავტომობილო გზა გადაკეტა და მოძრაობა ადგილობრივი გზებისკენ მიმართა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მატარებლის რელსებიდან გადავარდნა. i24news-ის ინფორმაციით, სულ 51 ადამიანი მოიწამლა. ორშაბათს ქალაქში ადგილობრივი სკოლები დაიხურა.   

ამიაკის გაჟონვის გამო აღმოსავლეთ სერბეთში, სკოლები დახურეს და გზები გადაკეტეს

ორშაბათს, 26 დეკემბერს, აღმოსავლეთ სერბეთში, სარკინიგზო ხაზზე ქალაქ პიროტთან ახლოს ამიაკის გაჟონვის გამო სკოლები, საბავშვო ბაღები, სამთავრობო ოფისები, ძირითადი საერთაშორისო გზატკეცილები დაიკეტა.  სერბეთში, ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აღმოსავლეთით ქალაქ პიროტში, ბულგარეთის საზღვართან, მას შემდეგ, რაც კვირას საღამოს ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ატმოსფეროში აალებადი და ტოქსიკური აირები გაიფრქვა. უწყების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს ავარიის მიზეზი. თუმცა, სერბეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გორან ვეშიჩმა განაცხადა, რომ მთავარი პრიორიტეტი იყო შემთხვევის ადგილზე სიტუაციის მართვა და შემდგომი დანაკარგების თავიდან აცილება. „ავარია სავარაუდოდ ცუდი ინფრასტრუქტურის გამო მოხდა", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ხელისუფლება ასევე შეამოწმებს, დაირღვა თუ არა ტოქსიკური მასალების ტრანსპორტირების მკაცრი პროცედურები. 26 დეკემბერს პიროტის რამდენიმე ადგილას ჩატარებულმა გაზომვების შედეგად, ჰაერში და წყალში ამიაკის არსებობა არ დადასტურდა, აცხადებენ ოფიციალური პირები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისა და სახლში დარჩენა მოუწოდა. გარდა ამისა, რეგიონის მოსახლეობას ასევე ურჩია, რომ ჯერ არ დალიონ ონკანის წყალი და არ გამოიყენონ საჭმლის მოსამზადებლად. 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო კიდევ 15 გადაიყვანეს სამხრეთ ქალაქ ნისში. მათ შორის არიან უცხოელები და ბავშვები. ორშაბათს საღამოს ავარიის ადგილი დაკეტილი დარჩა, ხოლო ბულგარეთისკენ მიმავალ გზატკეცილზე მოძრაობა შეჩერებულია. ეს მაგისტრალი, რომელიც აკავშირებს სერბეთს ბულგარეთთან, ჩვეულებრივ ძალიან დატვირთულია საშობაო არდადეგების დროს, რადგან დასავლეთ ევროპაში მომუშავე ხალხი თავის ქვეყნებში მიემგზავრება.   

სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა. შესაბამისი ბრძანება თავდაცვის მინისტრმა გასცა. მისი თქმით, მიზანი სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა. ასევე, ქვეყნის ყველა მოქალაქის დასაცავად და სერბების წინააღმდეგ ტერორის აღსაკვეთად, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. „როგორც ჩანს, სერბეთი ერთადერთია, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკური შეთანხმებით, მეორე მხარე კი, მუდმივად დგამს ცალმხრივ ნაბიჯებს ესკალაციისკენ“, - განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა. დაძაბულობა სერბეთსა და კოსოვოს შორის კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებით არის დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მაგრამ სერბეთმა ეს ნაბიჯი არ აღიარა და თავის ყოფილ პროვინციას თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა ყოფილი სერბი პოლიციელის დეიან პანტიჩის დაკავების შემდეგ გამწვავდა. პანტიჩის დაკავების საპასუხოდ, კოსოვოელი სერბები 10 დეკემბრიდან დგანან ბარიკადებთან, რომლებიც მოაწყვეს იარინიესა და ბერნიაკის სასაზღვრო პუნქტებზე. ევროკავშირმა, NATO-მ და აშშ-მ დეესკალაცია და ბარიკადების მოხსნა მოითხოვეს, ხოლო სერბეთი თავისი არმიისა და პოლიციის განთავსებას გაეროს რეზოლუციის საფუძველზე ითხოვდა.  

აშშ და ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

აშშ და ევროკავშირი [საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივ განცხადებაში] შეშფოთებას გამოთქვამენ კოსოვოს ჩრდილოეთით არსებული დაძაბული სიტუაციის გამო და ყველა მხარეს სიტუაციის განმუხტვისა და პროვოკაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ ვმუშაობთ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინო კურტისთან გამოსავლის ძიებაზე, რათა დაძაბულობა განიმუხტოს და შემდგომი ნაბიჯები შეთანხმდეს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ადგილობრივი საზოგადოებების ინტერესების სასარგებლოდ“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, კოსოვოში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პროსერბულმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე ოთხ რეგიონში. ამის შემდეგ ამ რეგიონებში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა.  

სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გააუქმა

სერბეთის პრეზიდენტისა და მთავარსარდლის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადაწყვეტილებით, სერბეთის შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გაუქმდა. საბრძოლო მზადყოფნა 26 დეკემბერს კოსოვოს ჩრდილოეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოცხადდა. სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა დაძაბულობა სერბეთსა და კოსოვოს შორის კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებით არის დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მაგრამ სერბეთმა ეს ნაბიჯი არ აღიარა და თავის ყოფილ პროვინციას თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა ყოფილი სერბი პოლიციელის დეიან პანტიჩის დაკავების შემდეგ გამწვავდა. პანტიჩის დაკავების საპასუხოდ, კოსოვოელი სერბები 10 დეკემბრიდან დგანან ბარიკადებთან, რომლებიც მოაწყვეს იარინიესა და ბერნიაკის სასაზღვრო პუნქტებზე. ევროკავშირმა, NATO-მ და აშშ-მ დეესკალაცია და ბარიკადების მოხსნა მოითხოვეს, ხოლო სერბეთი თავისი არმიისა და პოლიციის განთავსებას გაეროს რეზოლუციის საფუძველზე ითხოვდა.  

ბოსნიაში სპორტული თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბოსნიაში სპორტული თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი.  ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო ბრიგადა და სასწრაფო. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.   

ირაკლი ღარიბაშვილი: სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა დღეს.   საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

სერბეთში ოქროს დიდი საბადო აღმოაჩინეს

სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ-ნეგრემ ქვეყანაში, ოქროს დიდი საბადოს აღმოჩენის შესახებ განაცხადა. „სერბეთში ოქროს საბადო აღმოაჩინეს. ტექნოლოგიური ტესტების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ შესაძლებელია სუფთა ოქროს კონცენტრატის მოპოვება (93% -ზე მეტი ოქროს მთლიანი გამოყენების კოეფიციენტით), ”- ციტირებს დუბრავკა ჯედოვიჩ-ნეგრეს რუსული მედია. მინისტრის თქმით, აღმოჩენამ შესაძლოა, დიდი როლი შეასრულოს მთელი ქვეყნის, განსაკუთრებით კი მისი აღმოსავლეთი ნაწილის ეკონომიკისთვის. ჯედოვიჩ-ნეგრემ აღნიშნა, რომ პროექტი ანალიზის ეტაპზეა და დამატებით კვლევას საჭიროებს.   

ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა იწყება

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი და მისი სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი, ოთხშაბათს, ბულგარეთისა და სერბეთის დამაკავშირებელი გაზსადენის (IBS) მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. სამშენებლო სამუშაოების საზეიმო გახსნას, რომელიც ბულგარეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ენერგეტიკის მინისტრები როზენ ხრისტოვი და დუბრავკა დედოვიჩი, ასევე Bulgartrnasgaz-ის დირექტორი ვლადიმერ მალინოვი დაესწრებიან. ცერემონიის დაწყებამდე რადევი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ვუჩიჩთან. ცნობისათვის, ინტერკონექტორის საერთო სიგრძე დაახლოებით 170 კილომეტრი იქნება ბულგარეთის ქალაქ ნოვი ისკარიდან სერბეთის ნისამდე განთავსდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 1,8 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. პროექტი ევროკავშირის პრიორიტეტულ სიაშია და სპეციალიზებული ფონდი (Connecting Europe Facility, CEF) აფინანსებს.  

ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ბულგარეთის ტერიტორიაზე დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა (Bulgaria-Serbia Interconnector Gas Pipeline, IBS) გახსნეს. ამის შესახებ სააგენტო Tanjug იტყობინება. ნიშ-დიმიტროვგრადის გაზსადენის მშენებლობა ქალაქ კოსტინბროდში (დედაქალაქი სოფიას დასავლეთით 15 კმ) დაიწყო. ბულგარეთი - სერბეთის დამაკავშირებელი გაზსდენის მარშრუტია- სერბეთის ქალაქი ნისი - ბულგარეთის ქალაქი დიმიტროვგრადი - ქალაქი სოფია; გაზსადენის სიგრძეა - 109 კმ, ორმხრივი გაზსადენის საერთო სიგრძე ორივე ქვეყანაში - 170 კმ-ს შეადგენს, ხოლო გამტარუნარიანობა - 1,8 მლრდ მ3/წელიწადში.  სერბეთის ინვესტიციები 90 მილიონ ევროდ შეფასდა, საიდანაც 49,6 მლნ ევროს ევროკავშირი უზრუნველყოფს, კიდევ 25 მილიონი ევროს კი ევროპის საინვესტიციო ბანკი.  სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა იმედი გამოთქვა, რომ სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა ოქტომბრისთვის დასრულდება და გაზის მიწოდება 2023 წლის ბოლომდე შესაძლებელი გახდება.  

ვუჩიჩის თქმით, სერბეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს

სერბეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი არმიის გაძლიერებას რუსეთის ფედერაციისა და სხვა ქვეყნების ჩარევის გარეშე. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. „დღეს სერბეთის არმია 15-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ადრე. სხვა საქმეა შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება ისე, რომ არავინ მოახდინოს ჩვენზე ზეგავლენა აღმოსავლეთიდან და რუსეთიდან. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ სერბეთში და არასოდეს იქნება მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა პარლამენტის საგანგებო სესიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ვუჩიჩმა უკვე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ვინაიდან სერბეთს „ჰყავს არმია, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქვეყნის მოსახლეობა“.  

საქართველო და სერბეთი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას გეგმავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ვლადიმირ ორლიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები. აქვე, დადებითად შეფასდა ვაჭრობის მზარდი მოცულობა. „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს საერთო მისწრაფება აერთიანებთ და ეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. ხაზი გაესვა აგრეთვე, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყანა ეფექტიანად თანამშრომლობს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონალურ ფორმატში. ირაკლი ღარიბაშვილმა ვლადიმირ ორლიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სერბეთის ურყევი მხარდაჭერისთვის და დაუდასტურა საქართველოს მკაფიო პოზიცია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. შეხვედრას სერბეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტატიანა პანაიოტოვიჩი-ცვეტკოვიჩი, ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი/ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელვირა კოვაჩი, სერბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დუბრავკა ფილიპოვსკი, საქართველოს მხრიდან კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

Reuters: სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი ადასტურებს, რომ სერბეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა

სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ან უკვე მიაწოდა კიევს ეს დახმარება. იტყობინება Reuters-ი 12 აპრილს სავარაუდოდ გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.  დოკუმენტში, სახელწოდებით „ევროპა|პასუხი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტზე", სავარაუდოდ ჩამოთვლილია 38 ევროპული სახელმწიფოს პოზიციები უკრაინის სამხედრო დახმარების თხოვნაზე. ამ მიმართვაზე პასუხები აჩვენებს, რომ სერბეთმა უარი თქვა უკრაინელი სამხედროების წვრთნაზე, მაგრამ, სავარაუდოდ, აიღო ვალდებულება, იარაღის მიწოდებაზე ან უკვე მიაწოდა კიევს ეს დახმარება. ამავე დოკუმენტების თანახმად, სერბეთს ასევე აქვს პოლიტიკური ნება და სამხედრო შესაძლებლობა, რომ მომავალში უკრაინას იარაღი გაუგზავნოს. დოკუმენტს ეწოდა Secret და NOFORN, რომელიც კრძალავს მის გავრცელებას უცხოურ სპეცსამსახურებსა და სამხედროებს შორის, იტყობინება გამოცემა. დოკუმენტი დათარიღებულია 2 მარტით და დალუქულია გაერთიანებული შტაბის უფროსების მიერ, წერს Reuters. სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის ოფისი და უკრაინის საელჩო კომენტარს არ აკეთებენ. სერბეთი ტრადიციულად რუსეთის მოკავშირე იყო. თუმცა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. სერბეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. Reuters-ის  მიერ მოპოვებული სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის საიდუმლო ფაილების ნაწილია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში სოციალურ მედია ქსელში (Discord) გამოჩნდა. მას შემდეგ პენტაგონმა გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს მათი წყარო. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზოგიერთი გაჟონილი დოკუმენტი შეცვლილი იყო. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის CNN და New York Times-ი იტყობინებიან, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბევრი დოკუმენტი ნამდვილია. უკრაინამ, თავის მხრივ, უარყო გაჟონილი ფაილების ნამდვილობა და მას რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა.  

სერბეთს არ მიუყიდია და არ მიჰყიდის იარაღს არც უკრაინას და არც რუსეთს - თავდაცვის მინისტრი

სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთს არ მიუყიდია და არ მიჰყიდის იარაღს არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს. „ვიღაცის მიზანი აშკარად არის ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და კონფლიქტში ჩათრევა", - განაცხადა სერბმა მინისტრმა. მისი თქმით, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ კონფლიქტის ტერიტორიაზე რაღაც ჯადოქრობით აღმოჩნდება რაიმე იარაღი, მაგრამ სერბეთთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს. „ეს შეკითხვა ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იცავენ საერთაშორისო ნორმებს, შეთანხმებების დებულებებსა და საქმიან პრაქტიკას“, - განაცხადა ვუჩევიჩმა. Reuters: სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი ადასტურებს, რომ სერბეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ან უკვე მიაწოდა კიევს ეს დახმარება. იტყობინებოდა Reuters-ი 12 აპრილს სავარაუდოდ გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით. სერბეთმა დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მაგრამ უარი თქვა, მიერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.  

სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

სერბეთის დედაქალაში, „ვლადისლავ რიბნიკარის“ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რვა კი ბავშვი. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე დააკავა. მომხდარის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.  

სერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა დააკავა

სერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა დააკავა. სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა  სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თავდასხმისას მოზარდმა, სავარაუდოდ, მამის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. "ორი ცეცხლსასროლი იარაღი ოფიციალურად იყო რეგისტრირებული. ბიჭმა მოახერხა ორი იარაღისა და სამი მჭიდის ხელში ჩაგდება, რომელთაგან თითოეული 15 ტყვიით იყო სავსე", - აცხადებენ სამართალდამცველები. თავდასხმასთან დაკავშირებით სერბეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს  

თავდასხმა სერბეთში - დაიღუპა 8 და დაშავდა 13 ადამიანი

სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა სერბეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. „სიენენის“ ინფორმაციით, თავდამსხმელმა ხალხის ჯგუფს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ გასული ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შეიარაღებული თავდასხმაა სერბეთში. 3 მაისს სერბეთის დედაქალაქში, „ვლადისლავ რიბნიკარის“ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რვა კი, ბავშვი.  

სერბეთი რუსებისთვის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებულ პროცედურაზე უარს აცხადებს

სერბეთი უარს აცხადებს, რომ გამარტივებული პროცედურით მიანიჭოს ქვეყნის მოქალაქეობა რუსებსა და სხვა უცხოელებს, რომლებიც სერბეთში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, უცხოელებს, რომლებიც ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბინადრობის ნებართვით, ოფიციალურად მუშაობდნენ სერბულ კომპანიაში ან იყვნენ თვითდასაქმებულები, ნებართვა ეძლეოდათ მიემართათ სერბეთის ხელისუფლებისთვის მოქალაქეობის მისაღებად. ახლა სერბეთის პასპორტის მისაღებად, პირი ქვეყანაში სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში უნდა იყოს ნაცხოვრები. ევროკომისიამ გააფრთხილა ბელგრადი, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სერბეთთან უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, გაუქმებულიყო და ამის მიზეზად ევროკავშირის უსაფრთხოების რისკები დაასახელა.  

სერბეთის პრეზიდენტმა არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ჯარს უბრძანა, კოსოვოს საზღვარს მიუახლოვდეს

სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრე ვუჩიჩმა არმია უმაღლეს მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვუჩიჩმა ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ჩრდილოეთ კოსოვოს მუნიციპალიტეტში, კოსოვოს პოლიციასთან შეტაკება მოხდა. პოლიცია ცდილობდა ახლად არჩეულ, ეთნიკურად ალბანელ მერს მის კაბინეტში შესვლაში დახმარებოდა. ადგილობრივ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს სერბებმა, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ რეგიონში. ადგილობრივი მედიის ცნობით, კოსოვოს პოლიციამ მუნიციპალიტეტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. იფორმაციისთვის, 2008 წელს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბელგრადი რეგიონს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მასზე კონტროლის აღდგენას ძალის გამოყენებით არ აპირებენ.  

სერბეთი დასავლეთისკენ ტრიალდება - FT

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინამ შუამავლების მეშვეობით მიიღოს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემასთან ინტერვიუში ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია აშშ-ის მთავრობის ცნობების შესახებ, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინაში შუამავლების მეშვეობით აღმოჩნდა და რომ სერბეთი არ აპირებს ამის შეჩერებას. Financial Times-ი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მტკიცე მოკავშირე დასავლეთისკენ ბრუნდება. შეკითხვას, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული ნაბიჯი დასავლური ქვეყნების დედაქალაქების სიმპათიის მოსაპოვებლად, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი ცდილობდა, ემოქმედა „ნეიტრალური გზით“. „მაგრამ მე სულელი არ ვარ. მე ვიცი, რომ ზოგიერთი იარაღი შესაძლოა, უკრაინაში აღმოჩნდეს“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. ვუჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი არ დახმარებია რუსეთს ომში. „ჩვენ შეუერთდით გაეროს ყველა რეზოლუციას,” - თქვა ვუჩიჩმა გაეროს განცხადებებზე მითითებით, რომელიც გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. „ჩვენ არ ვიქნებით კერა რუსეთში რაღაცის რეექსპორტისთვის“, - დაამატა სერბეთის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, დრო, როდესაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ყოველ სამ თვეში ესაუბრებოდა, დასრულდა და აღნიშნა, რომ ის ერთი წელია, კრემლთან კონტაქტში არ ყოფილა, გარდა მოსკოვიდან სტუმრების მიღებისა. ”ეს აქამდე არასდროს მომხდარა”, - განმარტა ვუჩიჩმა. „ჩრდილოეთ კოსოვოში სამხედრო ესკალაციის რისკის გათვალისწინებით, დასავლეთის მთავრობებს არ სურთ ევროპაში მორიგი კონფლიქტის რისკის გაწევა”, - აცხადებენ თავის მხრივ, სადაზვერვო ფირმა Janes-ის ანალიტიკოსები, სტეფანო მარასი და ინეს გონსალესი.

კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც მოიცავს სერბეთის მიერ დაკავებული სამი კოსოვოელი პოლიციელის უპირობო გათავისუფლებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობაა. კოსოვოს მთავრობამ აკრძალა სერბეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა, რასაც წინ უძღოდა სერბეთის უსაფრთხოების ძალების მიერ სამი კოსოვოელი პოლიციელის დაკავება. სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა უკავშირდება კოსოვოს ჩრდილოეთით ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც იქ მცხოვრებმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.  

უნგრეთმა და სერბეთმა ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

სერბეთმა და უნგრეთის ხელისუფლებამ ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ნავთობსადენი სავარაუდოდ, უნგრეთის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენს დაუკავშირდება. ყაზახეთი „დრუჟბას“ ნავთობსადენით, გერმანიაში ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს დოკუმენტს ხელი მოაწერეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ და სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, დუბრავკა ჯედოვიჩმა. სერბეთსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა სოფელ პალიჩში, სერბეთის ტერიტორიაზე, უნგრეთის საზღვართან გაიმართა. მას ესწრებიან ორი ქვეყნის პრეზიდენტები, ალექსანდრ ვუჩიჩი და კატალინა ნოვაკი, ასევე, პრემიერ-მინისტრები, ანა ბრნაბიჩი და ვიქტორ ორბანი და მთავრობის წევრები. ბელგრადი ადრე შეთანხმდამილსადენის 128 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს. მისი სეგმენტი აშენდება სერბეთის ქალაქ ნოვი სადსა და უნგრეთის ალჯოს შორის, საზღვართან ახლოს. „დრუჟბას“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება.  

აშშ-მ სერბეთის დაზვერვის სამსახურის უფროსს სანქციები დაუწესა

აშშ-მა სერბეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის, ალექსანდრ ვულინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სერბეთის დაზვერვის უფროსს აშშ-ში ფინანსურ ანგარიშებს გაუყინავენ. ამასთან, ამერიკის მოქალაქეებსა და კომპანიებს მასთან ბიზნესის წარმოება აეკრძალებათ. ვულინი, რომელიც ამჟამად სერბეთის დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობს, 2017-2020 წლებში სერბეთის თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა, შემდეგ, 2020-2022 წლებში სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ვაშინგტონის ცნობით, სერბ მაღალჩინოსანს აქვს ურთიერთობა სერბ იარაღით მოვაჭრე სლობოდან ტეშიჩემთან და მას სერბეთის საზღვარზე იარაღის გადატანაში ეხმარება. „ალექსანდრ ვულინი ჩარეული იყო ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ უკანონო ოპერაციებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.“ დღეს გადადგმული ნაბიჯები ალქსადნდრ ვულინს აკისრებს პასუხისმგებლობას მის კორუფციულ და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე, რომლებიც ხელს უწყობდა რუსეთის მავნებლურ ქმედებებს რეგიონში“, – განაცხადეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ალექსანდრ ვულინმა განაცხადა, რომ სერბეთი „ანტირუსულ ისტერიაში“ მონაწილეობას  არ მიიღებს.  

მედია: სერბეთი უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგების დასაძლევად, ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის

სერბეთის მთავრობა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დათანხმდა, რათა უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. ა უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სერბული გამოცემა RTS წერს. მისივე თანახმად, პაკეტი შეიცავს მედიკამენტებს და სხვადასხვა საქონელს. გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთის მთავრობა ასევე დათანხმდა, მოაწყოს საზაფხულო „სპორტული სარეაბილიტაციო ბანაკი“ კიევის საფეხბურთო კლუბ დინამოს ახალგაზრდული და ბავშვთა გუნდებისთვის. სერბეთის მთავრობა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში თავის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და რჩება ერთადერთ ევროპულ ქვეყნად, რომელმაც მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. სერბეთსა და რუსეთს მჭიდრო კავშირების დიდი ისტორია აქვთ, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორივე ქვეყანას შორის დაძაბულობა იზრდება უკრაინის ომის გამო. მარტში, ბელგრადმა უარყო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინას 3500 რაკეტა მიაწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედიაში გავრცელებულ შესაბამის ცნობებთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოხატა.  

სერბეთი ყირიმის პლატფორმას შეუერთდა

სერბეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, წელს ყირიმის პლატფორმის სამიტს სერბეთი შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნისას განაცხადა.   „მე მაქვს პატივი, მივესალმო ახალ მონაწილეებს ამ მესამე სამიტზე: ბაჰრეინი, სერბეთი, აღმოსალეთ ტიმორი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუნაის კომისია, იუნესკო და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია. ჩვენი საერთო მიზანი უცვლელი რჩება - შევქმნათ პირობები ყირიმის განთავისუფლებისთვის,“ - განაცხადა კულებამ სამიტის გახსნაზე. მანამდე კულებამ აღნიშნა, რომ შარშან ყირიმის პლატფორმის მონაწილეთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს კიევში ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტი იმართება. უკრაინაში ჩასულ სტუმრებს შორის არიან ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელო რებელო დე სოუზა, ფინეთის პრემიერ მინისტრი, პეტერი ორპო.  ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას. ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

მედია: სერბეთი რუსეთის ელჩთან საუბრის შემდეგ, ყირიმის პლატფორმის დეკლარაციის მხარდაჭერას უარყოფს

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირიმის პლატფორმასთან შეერთების შესახებ სიახლეს მანიპულაცია უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას მხარი არ დაუჭერია ყირიმის პლატფორმის დეკლარაციისთვის.  მისი განმარტებით, შეხვედრაში პრემიერ-მინისტრი იდეოზარის საშუალებით მონაწილეობდა, მაგრამ დეკლარაციისთვის მხარი არ დაუჭეერიათ. მინისტრმა განმარტა, რომ სერბეთი გმობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში საუბრობს კიდეც ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობაზე. შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ 23 აგვისტოს სამიტის გახსნაზე განაცხადა, რომ სერბეთი პლატფორმას წელს პირველად შეუერთდა. პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა დისტანციურად ისაუბრა. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს პოზიცია მუდმივად ვაჩვენეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში,“ - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე განაცხადა, რომ სერბეთი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში. ამასთან, ანა ბრნაბიჩს რუსეთი პირდაპირ არ უხსენებია. ივიცა დაჩიჩის კომენტარი სერბეთის მედიაში 25 აგვისტოს დილით გავრცელდა. 24 აგვისტოს კი, სერბეთში რუსეთის ფედერაციის ელჩთან მისი შეხვედრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. European Pravda-ს თანახმად, ყირიმის პლატფორმის სამიტზე დამსწრე ქვეყნების ნაწილი საბოლოო დეკლარაციას არ შეუერთდა.  ცნობისთვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას. ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

სერბეთმა ხერსონის რეგიონს 14 სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა

რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით დაზარალებული ხერსონის რეგიონის მცხოვრებლებს სერბეთმა 14 სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი, მათ შორის, მედიკამენტები, სასმელი წყალი, წყლის ფილტრები, საბნები და სხვა დახმარება გადასცა. გადაცემის ღონისძიება 30 აგვისტოს, სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით გაიმართა. ცნობისთის, 24 აგვისტოს ბელგრადში უკრაინის დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავის აღსანიშნავად, რამდენიმე საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, სოლიდარობის მარში გაიმართა.  

სერბეთის ვიცე-პრემიერი: ჩინურმა სამხედრო ტექნიკამ სერბეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად გააძლიერა

სერბეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინურმა სამხედრო ტექნიკამ სერბეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად გააძლიერა. „სერბეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში სამხედრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას გამოვყოფდი. ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობას და უამრავ ინვესტიციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“  - განაცხადა ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა ინტერვიუში. ცნობისთვის, ჩინეთისა და სერბეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ პეკინში, სინ ძინპინმა ქვეყნებს შორის ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სერბეთის მიერ საკუთარი სუვერებულობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩევიჩის შეფასებით, ჩინური წარმოების FK-3-ის ტიპის საშუალო რადიუსის მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და  CH-95 და CH-92A-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, "უდავოდ" იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის სისტემა, რომელიც სერბეთმა შეიძინა. სერბეთმა ჩინეთისგან 2019 წელს შეიძინა FK-3 ტიპის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც რუსული S-300 სა და ამერიკული Patriot-ის მსგავსია. ამ ფონზე სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა გამწვავდა. ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი გააძლიერებს თავის შესაძლებლობებს დამოუკიდებლობის დასაცავად, მაგრამ მას არ დაუზუსტებია, შეიძენს თუ არა ჩინურ სამხედრო აღჭურვილობას.  

მედია: სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მიგრანტებს შორის სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა

უნგრეთის და სერბეთის საზღვარზე 27 ოქტომბერს სროლა იყო მიგრანტებს შორის, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ სერბეთის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება. სროლა მიტოვებულ სასოფლო სამეურნეო საწყობში სოფელ ხორგოშთან მოხდა, ნათქვამია შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციელთა დიდი რაზმი.ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ორ სახელმწიფოს ჰყოფს 175-კილომეტრიანი საზღვარი, რომელსაც მავთულხლართიანი ზღუდე გაჰყვება. უნგრეთმა ზღუდე 2015 წელს სერბეთის მხრიდან ევროკავშირისკენ მიგრანტთა დიდი ტალღის მოზღვავების გამო ააგო. სერბეთის და ევროკავშირის წევრი უნგრეთის საზღვრის არეალში ძალადობის და სროლის შემთხვევები გახშირდა.  

სერბეთმა და კოსოვომ ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ - ლაიენი

სერბეთმა და კოსოვომ უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო შუამავლების მოთხოვნები, რათა ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევაში პროგრესს მიაღწიონ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენის თქმით, სერბეთმა და კოსოვომ გადამწყვეტად უნდა იმოქმედონ ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რათა შეუერთდნენ ევროკავშირს. ევროკომისიის პრეზიდენტი ბალკანეთის რეგიონში იმყოფება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთმა "დე ფაქტო" უნდა აღიაროს კოსოვო, ხოლო კოსოვომ უნდა განახორციელოს გეგმა ეთნიკური სერბებისთვის ავტონომიის გარკვეული დონის მინიჭებისთვის. 24 სექტემბერს კოსოვოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაახლოებით 30 სერბმა ბოევიკმა გადაკვეთა ჩრდილოეთი საზღვარი, სროლის შედეგად დაიღუპა პოლიციელი. შემდეგ ქვეყანამ თავდამსხმელების დასაკავებლად სპეცოპერაცია წამოიწყო, რომელიც დასრულდა ექვსი ადამიანის დაპატიმრებითა და სამის მკვლელობით დასრულდა. ამ ინციდენტმა რეგიონში დაძაბულობა გაამძაფრა. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადს არანაირი კავშირი არ აქვს არეულობებთან და განაცხადა, რომ აწარმოებს დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. იმავე დღეს კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ სერბეთთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 

ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა, არჩევნები 17 დეკემბერს დანიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. ვადამდელი საყოველთაო არჩევნები, რამდენიმე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, 17 დეკემბერს დაინიშნა. „ჩვენ მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, გლობალური გამოწვევების დროს, როცა აუცილებელია ყველა გაერთიანდეს ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად," - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, კამპანია არის შესაძლებლობა, ცივილიზებული ფორმით წარმოადგინონ სხვადასხვა იდეა, პროგრამა, პოლიტიკა, რომლებიც კონკურენციაში შევა ერთმანეთთან, მაგრამ არასოდეს შეუქმნის საფრთხეს უმნიშვნელოვანესს, სახელმწიფოს, ხალხისა და ეროვნულ ინტერესებს. სერბეთის პრეზიდენტს 250-ადგილიანი ეროვნული ასამბლეის არჩევნების გამოსაცხადებლად დრო 2 ნოემბრამდე ჰქონდა. ადგილობრივი არჩევნები დედაქალაქ ბელგრადთან ერთად, 60-მდე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. მაისში მომხდარი მასიური სროლის შემდეგ, რასაც პროტესტი და პრეზიდენტისა და სხვა ლიდერების გადადგომის შესახებ მოწოდება მოჰყვა, ვუჩიჩი მზარდ ზეწოლას განიცდიდა.  

AFP: სერბეთს აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ გზას უხსნის

სერბეთი 2024 წლიდან, აზერბაიჯანისგან წელიწადში 400 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეისყიდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა. AFP წერს, რომ ეს სერბეთს გზას უხსნის, დასრულდეს ბალკანეთის ქვეყნის თითქმის სრული დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ბაქოში ვიზიტისას სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ კომერციული ხელშეკრულება გაფორმდა Srbijagas-სა და SOCAR-ს შორის, სერბული და აზერბაიჯანული გაზის კომპანიებს შორის, რაც სერბეთს აზერბაიჯანიდან 400 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის იმპორტის საშუალებას მისცემს. აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს სერბეთი, რომელიც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის გაზზე, დიდი ხანია გეგმავს აზერბაიჯანიდან გაზის შეძენას მას შემდეგ, რაც ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა დასრულდება. მისი ექსპლუატაციაში შესვლა უახლოეს მომავალში იგეგმება. სერბეთი წელიწადში 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. „ხელმოწერილი ხელშეკრულება მომავალ წელს 400 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას გულისხმობს და ჩვენ ველით, რომ ეს მოცულობები მომდევნო წლებში კიდევ გაიზრდება,“ - განაცხადა სერბულმა მხარემ. ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, 2026 წლიდან სერბეთს შეუძლია, აზერბაიჯანიდან ყოველწლიურად, „მილიარდ კუბური მეტრი გაზი“ მიიღოს.   სერბეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა თავისი საგარეო პოლიტიკა ბლოკთან გააერთიანოს და რუსეთს სანქციები დაუწესოს.  

აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს

აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიულ დოკუმენტებს მოაწერეს ხელი. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის სამთო და ენერგეტიკის სამინისტროს შორის. ხელი მოეწერა დოკუმენტს SOCAR-სა და Srbijagas-ს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ, ასევე, გაზის გაყიდვის შესახებ შეთანხმებას SOCAR-სა და Srbijagas-ს შორის. ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სერბეთის რესპუბლიკის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩმა განაცხადა, რომ „დღეს სერბეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთ ეკონომიკურ და ორმხრივ თანამშრომლობაში ახალი თავი გახსნეს, ხელი მოაწერეს კონტრაქტს გაზის მოცულობებზე, რომელსაც აზერბაიჯანი სერბეთს მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ გაზის მიწოდების გარდა, ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს სერბეთისთვის თხევადი გაწის მიწოდებას, SOCAR-თან თანამშრომლობას და კომპანიის მონაწილეობას გაზის სავაჭრო ოპერაციებში, ასევე, გაზის ელექტროსადგურების მშენებლობაში.  

სერბეთ-ბულგარეთის გაზსადენის მსხვილი ენერგეტიკული პროექტი 12 თვეში დასრულდა

სერბეთმა ბულგარეთთან ინტერკონექტორის მშენებლობა დაასრულა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.  ამის შესახებ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩმა განაცხადა. „სერბეთი-ბულგარეთის გაზსადენი არის პირველი მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც დროულად, 12 თვეში დასრულდა. სულ რაღაც ერთი წლის წინ დავიწყეთ სამუშაო და 12 თვის თავდადებული შრომის შედეგად, ველოდებით გაზსადენის საცდელ რეჟიმში მუშაობის დაწყებას, კვირის ბოლომდე,“ - განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა განმარტა, რომ ეს პროექტი აძლიერებს სერბეთის პოზიციას ევროპის რუკაზე. აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს თავის მხრივ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, სერბეთმა აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. AFP: სერბეთს აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ გზას უხსნის  

სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაცია გაიმართა

სერბეთის ქალაქ ნიშში გაიმართა სერბეთ-ბულგარეთის გაზსადენის მსხვილი ენერგეტიკული პროექტის ინაუგურაცია. ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუმენ რადევი. ხაზის მშენებლობის პროექტი ნაწილობრივ ფინანსდება ევროკავშირის გრანტებით, 49,6 მილიონი ევროს ოდენობით, ასევე, 25 მილიონი ევროს ხელსაყრელი სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, რომლის ნაწილს სერბეთი დაფარავს. სერბეთის რესპუბლიკამ სამუშოსთვის 20 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. გაზის ინტერკონექტორი, რომელიც სერბეთისა და ბულგარეთის გაზის ქსელებს აკავშირებს, სერბეთსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს, რაც სერბეთს საშუალებას მისცემს, უფრო უსაფრთხო და სტაბილური მიწოდება უზრუნველყოს გაზის ქსელის სხვადასხვა სისტემიდან, განსაკუთრებით, აზერბაიჯანიდან.  სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.  სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.

Reuters: ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის გახსნა სერბეთს საშუალებას მისცემს, რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს

სერბეთმა გაზის მიწოდების დივერსიფიცირებისთვის ბულგარეთთან დამაკავშირებელი მილსადენი გახსნა. მილსადენის გახსნის ცერემონიას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მისი ბულგარელი და აზერბაიჯანელი კოლეგები რუმენ რადევი და ილჰამ ალიევი დაესწრნენ. Reuters-ის ცნობით, ახალი მილსადენი, რომელიც სერბეთს ბულგარეთთან აკავშირებს, მიზნად ისახავს, შეამციროს სერბეთის დამოკიდებულება რუსულ გაზზე. სერბეთსა და ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს ახლა აზერბაიჯანულ ექსპორტზე ექნებათ წვდომა. 15 ნოემბერს სერბეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ. სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაცია გაიმართა  

ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი: სერბეთში საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა

ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, რეინოლდ ლოპატკამ განაცხადა, რომ სერბეთში საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა „საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული და ამომრჩევლებს პოლიტიკურ ალტერნატივებს სთავაზობდა, პრეზიდენტის გადამწყვეტი მონაწილეობით ხასიათდებოდა, რაც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად არასამართლიან პირობებს ქმნიდა,“ - განაცხადა ლოპატკამ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების დროს სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ, მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა.  

ბელგრადში აქციის მონაწილეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს

ბელგრადში ოპოზიციის წარმომადგენელბი არჩვენების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეღწევას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებმა შენობის კარებში მინები ჩაამსხვრიეს. პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ ცრემლმდენი გაზით უპასუხა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური არცელებს. მეშვიდე დღეა, საპროტესტო აქციებს ოპოზიციური პოლიტიკური ბლოკი - „სერბეთი ძალადობის წინაღმდეგ“ მართავს. ისინი ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ხელისუფლება ხმების მითვისებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მმართველი კოალიციის გამარჯვება ბელგრადის საქალაქო კრებაში "გამორიცხულია." 17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიასთან“ კოალიციამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 47% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ხმების 23%-ით. მესამე ადგილზე ხმების დაახლოებით 7%-ით სერბეთის სოციალისტური პარტიაა. დედაქალაქში ბელგრადში ამომრჩეველთა ხმები დაახლოებით შუაზე ორ კოალიციას შორის გაიყო - დაახლოებით 38% - საპრეზიდენტო კოალიციამ და 34%-ზე ოდნავ მეტი კი, ოპოზიციამ მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ბელგრადის ადმინისტრაციის შენობასთან მისვლა და მერიის აივნიდან ხალხისთვის მიმართვა სურდათ. შენობასთან მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეების შენობაში შეღწევის მცდელობა უკანონო იყო. სერბეთის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სრჟან მილივოევიჩმა პოლიციას შენობის დატოვებისკენ და „ხალხის მხარეს დადგომისკენ“ მოუწოდა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მიმართვისას განცხადა, რომ საპროტესტო აქციებში ორნახევარი ათასი ადამიანი მონაწილეობს, სცენები "დრამატულად" გამოიყურება, მაგრამ "რევოლუცია არ ხდება". კვირას საპროტესტო აქცია საარჩევნო კომისიის ოფისთან დაიწყო ოპოზიციის ლიდერებმა - ბლოკის "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" წარმომადგენლებმა მარინიკა ტეპიჩმა და მიროსლავ ალექსიჩმა და ხალხს განუცხადა, რომ ვუჩიჩის მმართველმა სერბულმა პროგრესულმა პარტიამ არჩევნები გააყალბა.  

სერბეთის პრემიერი: რუსეთის სპეცსამსახურები ოპოზიციის პროტესტის შესახებ გვაფრთხილებდნენ

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურები სერბეთის მთავრობას ბელგრადში საპროტესტო აქციების დროს მოსალოდნელი არეულობების შესახებ აფრთხილებდნენ. მანვე აღნიშნა, რომ გაფრთხილება ჯერ კიდევ წინასაარჩენო კამპანიის პერიოდში მიიღეს და არაერთმა ელჩმა, კონტექსტიდან გამომდინარე, იგულისხმება დასავლეთის ქვეყნების ელჩები, არ დაუჯერეს და სერბეთის ხელისუფლებას ურჩიეს, სანდოდ არ მიეჩნიათ რუსეთის მონაცემები. „ჩვენ სპეცსამსახურებისგან მონაცემები გვქონდა, რომლებიც ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ. უპირველს ყოვლისა, რუსული უსაფრთხოების სამსახურმა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია,“  განაცხადა ბრნაბიჩმა. მანამდე, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმაც ისაუბრა უცხოული სპეცსამსახურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, თუმცა. არ დაუზუსტებია რომელ ქვეყანას გულისხმობდა. ბელგრადში აქციის მონაწილეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს  

სერბეთში გაათავისუფლეს გენერალი ნაუმოვი, რომელსაც უკრაინაში თაღლითობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

სერბეთის ციხიდან გაათავისუფლეს უკრაინის სახელმწიფო უშიშროების (SBU) შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ყოფილი გენერალი ანდრეი ნაუმოვი, რომელსაც უკრაინაში თაღლითობასა (სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილი) და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში (191-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 364-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ადანაშაულებენ. სერბეთში ნაუმოვმა ფულის გათეთრების ბრალდებით ერთწლიანი სასჯელი მოიხადა. ის 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში გაათავისუფლეს, მაგრამ ყოფილმა გენერალმა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლო, ვიდრე მის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავდა. ამ მიზეზით მას ჩამორთმეული ჰქონდა დოკუმენტები. ნაუმოვის განაჩენი ქალაქ ნიშის მაღალმა სასამართლომ გასული წლის სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა. გენერალმა ანდრეი ნაუმოვმა უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. 2022 წლის ივნისში ის სერბეთში დააკავეს.  

უნგრეთი, სერბეთი და სლოვენია ელექტროენერგიას გაცვლიან

უნგრეთის, სერბეთისა და სლოვენიის ელექტროენერგიის ერთობლივი სავაჭრო ბირჟა ცენტრალურ ევროპაში, შესაძლოა, 2024 წლის პირველ ნახევარში ამოქმედდეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად იქცა. „კარგი ამბავია, რომ ცენტრალურ ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ინტეგრირებული ბირჟის შექმნასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ქვეყნებს შორის მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობა ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. ეს განსაკუთრებით ეხება ცენტრალურ ევროპას, სადაც ნავთობისა და გაზის დიდი საბადოები არ არის, ამიტომ, სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულება აქ კიდევ უფრო დიდია. კორპორატიული და ტექნიკური გადაწყვეტილებები მიიღეს სლოვენიამ, სერბეთმა და უნგრეთმა. „მთავრობების მიერ ამ გადაწყვეტილებების დამტკიცების შემდეგ, სამი ქვეყნის ერთობლივი ენერგო ბირჟა შეიძლება, ამოქმედდეს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - აღნიშნა სიიარტომ.  

შუა დერეფანი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს - სერბეთის პრეზიდენტი

შუა დერეფანი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პანელის დისკუსიის დროს განაცხადა. „ეს მარშრუტი სულ უფრო და უფრო კრიტიკული მნიშვნელობის ხდება. ჩრდილოეთის მარშრუტი არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ შუა დერეფანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება," - აღნიშნა ვუჩიჩმა. მან ასევე ხაზი გაუსვა ბალკანეთის ქვეყნებს შორის ენერგეტიკული ურთიერთკავშირის დამყარების მნიშვნელობას. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ინტერკონექტორი ასევე მიიღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას EBRD-ისგან ან EIB-ისგან, როგორც ეს სხვა პროექტების შემთხვევაში ხდება,“ განაცხადა ვუჩიჩმა.  მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი  

AP: კოსოვო ეთნიკურ სერბთა უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე ევროს გამოყენებას დაიწყებს

კოსოვოს ხელისუფლებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროს გამოყენებას დაუშვებენ და გააუქმებენ მეზობელი სერბეთის დინარის გამოყენებას ჩრდილოეთში, სადაც ეთნიკური სერბული უმცირესობის უმრავლესობა ცხოვრობს. როგორც AP წერს, გადაწყვეტილებამ დასავლეთის ძალებში შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება კოსოვოს ურთიერთობებში სერბეთთან, მეტ დაძაბულობას გამოიწვევს. მათ მოუწოდეს პრიშტინას, რომ ეს ნაბიჯი გადადოს. „ევრო, როგორც გადახდისა და შესყიდვის ერთადერთი საშუალება, რომელიც მკაფიოდ არის განსაზღვრული კოსოვოს რესპუბლიკაში, მოლაპარაკებს არ ექვემდებარება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ. სერბეთმა და კოსოვომ ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ - ლაიენი  

ორბანი: თუ სერბეთი ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება სწრაფად არ გახდება, მას დავკარგავთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ახალი გაფართოების დაწყებამდე ევროკავშირმა ძველი გაფართოების ამოცანა უნდა შეასრულოს. „თუ სერბეთის ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად არ მოხდება, მაშინ მას დავკარგავთ. სერბეთს სხვა ვარიანტები აქვს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახლახანს გააფორმა,“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. როოგორც Politico წერს, სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა, მაგრამ მისი ევროინტეგრაციის გზა დემოკრატიული პროცესების უკანდახევისა და რუსეთთან და ჩინეთთან მჭიდრო კავშირების გამო შეფერხებულია.  

ზელენსკი ვუჩიჩს შეხვდა

უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სერბ კოლეგას ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. „სახელმწიფოს მეთაურმა თანამოსაუბრეს მადლობა გადაუხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვუჩიჩს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებისთვის, ასევე, რუსეთის აგრესიის გამო სერბეთში გაქცეული უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის. ვლადიმერ ზელენსკიმ ასევე „ხაზგასმით აღნიშნა სერბეთის მონაწილეობის მნიშვნელობა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.“ უკრაინის პრეზიდენტმა ვუჩიჩს ბრძოლის ველზე ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გამოწვევები.  

ჩინეთსა და სერბეთს შორის ახალი სარკინიგზო მარშრუტი ამოქმედდა

ჩინეთსა და სერბეთს შორის ახალი სარკინიგზო რეისი გაიხსნა -  ჩინეთის ჩრდილოეთში ჰებეის პროვინცია ბელგრადს დაუკავშირდა. მატარებელს რეისის შესრულებისთვის 20 დღე დასჭირდება. ის სიძიაჭუანის მშრალი პორტიდან 21 მარტს დაიძრა, გაივლის 10000 კმ-ზე მეტს და ბელგრადში ჩავა. მატარებელში ჩატვირთულია თითქმის 3 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი. ტვირთებს შორის არის მექანიკური აღჭურვილობა და მანქანის ნაწილები. სარტყელი და გზის ინიციატივა  - BRI ჩინეთის პრესის სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ეს არის პირველი სარკინიგზო სატვირთო სერვისი, რომელიც აკავშირებთ ჰებეის და ახლომდებარე ტიანძინს და პეკინს - სერბეთთან. მედიის ცნობით, მარშრუტი ითვალისწინებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას „სიღრმისეული თანამშრომლობისთვის“ - BRI-ის ფარგლებში. სარკინიგზო მარშრუტმა სერბეთამდე ასევე შეიძლება, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ გაცვლას ჩინეთსა და BRI-ის სხვა მონაწილე ქვეყნებს შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.  

სერბეთის პრეზიდენტმა მოსახლეობა რთული პერიოდის შესახებ გააფრთხილა

ბოლო 48 საათის განმავლობაში მიღებული ცნობები პირდაპირ საფრთხეს უქმნის სერბეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისი პოსტი სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში აცნობებს მოქალაქეებს, რა გამოწვევების წინაშე დგანან. სერბეთის პრეზიდენტი წერს, რომ სირთულეები ელოდებათ, მაგრამ იბრძოლებენ და სერბეთი გაიმარჯვებს. ვუჩიჩმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა. სარაევოს რადიო იუწყება, რომ ქვეყნის პრეზიდენტის გაფრთხილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ევროსაბჭოში კოსოვოს სავარაუდო მიღებას. სერბეთი თავის ტერიტორიად თვლის კოსოვოს, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს წევრ 100-მდე ქვეყანას.  

მედია: ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” უნგრული სამსახური დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ტურის ფარგლებში სი ძინპინი 5 მაისს ორი დღით საფრანგეთში ჩავა, რის შემდეგად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა. წყაროების ინფორმაციით, ბელგრადის შემდეგ ჩინეთის ლიდერი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩავა.