რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბუქარესტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„წელს სამი ათწლეული სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუმინეთს შორის. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ისტორიული მომენტი ორმხრივ ურთიერთობაში, ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას.
ამ საერთო დეკლარაციის ხელმოწერის მეშვეობით ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად ჩვენ შევქმენით და საფუძველი ჩავუყარეთ სტრატეგიულ პარტნიორობას რუმინეთსა და საქართველოში, ისე როგორც ჩვენ ეს შევათანხმეთ 2019 წელს ნიუ-იორკში.
სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენ ურთიერთობებს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, პირადი და ადამიანთა შორის ურთიერთობების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც რა თქმა უნდა, გაღრმავდება ჩვენი ევროატლანტიკური პარტნიორობის ფარგლებში, ეს იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და გააუმჯობესებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.
ქალბატონო პრეზიდენტო, რა თქმა უნდა, რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ის, რომ ივნისში მიიღეთ ევროპული პერსპექტივა.
რასაკვირველია, ინტეგრაცია გულისხმობს სხვადასხვა სტრუქტურულ რთულ რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით პოლიტიკურ სისტემაში და ასევე, რა თქმა უნდა, ძალისხმევა მოდერნიზაციისა და დემოკრატიის კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი თქვენი პარტნიორია ამ პროცესში.
ამავდროულად, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს ხდება, რა თქმა უნდა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის თანახმად. ეს გახლავთ ჩვენი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება", - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.