„ძალიან დიდი როლი ითამაშა რუმინეთმა, რომ 6 ოქტომბერს პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ჩატარდა, რომელმაც ერთ მაგიდასთან დასვა ყველა ქვეყანა, რომლებსაც ევროპული პერსპექტივა აქვს, მათ შორის, საქართველო და ესეც ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ამ ყველაფერში ჩვენი მთავარი პარტნიორი იყო და იქნება რუმინეთი“, - ამის შესახებ რუმინეთის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა რუმინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
- დღეს, რომ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, ესეც ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია, რადგან ამ დოკუმენტში დევს ჩვენი ერთობლივი მომავალი, მთელი ის თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაერთიანებდა აქამდე და რომელიც უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს ყველა მიმართულებით, ეს იქნება: ეკონომიკური, კულტურული. ეს იქნება სწორედ შავ ზღვაზე კონცენტრირებული, რადგან ეს არის ზღვა, რომელიც რეალურად საქართველოს ევროკავშირთან და ევროპასთან აერთიანებს.
ეს შავი ზღვა უნდა გახდეს ნამდვილი ხიდი, რომელიც უნდა გვაახლოებდეს, ამიტომ უნდა დაიძლიოს ყველა საფრთხე, რომელიც ემუქრება დღეს შავი ზღვის სტაბილურობას, რადგან, თუ არა სტაბილური, მშვიდობიანი შავი ზღვა, ჩვენ ვერ განვავითარებთ ყველა იმ პროექტს, რაც არსებობს ევროკავშირის მხრიდან და რომელშიც პირველ რიგში, რუმინეთი ჩვენთან ერთად მონაწილეობს.
- ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები, ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი ხალხი და გავხადოთ ეს ფიზიკური კონტაქტები უფრო ადვილი - ეს იქნება საზღვაო მიმოსვლებით, თუ პირდაპირი ფრენებით.
ყველანაირი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენ ვიგრძნოთ და დავინახოთ, რომ ფიზიკურად ვართ ერთმანეთთან უფრო ახლოს და ეს კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ამის საწყისია ეს განცხადება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, მას დიდი მომავალი აქ.
მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობა მოვახსენო პრეზიდენტს და რუმინელ ხალხს, რადგან ხალხის გარეშე ეს ურთიერთობები ვერ განვითარდება და ვერ გადავა კიდევ შემდეგ ეტაპზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ორივე ქვეყნისათვის ჩვენი სამსაუკუნოვანი ისტორიისა და ჩვენი მომავლის გაგრძელებაა.
გაეცანით Europetime-ის სტატიას