წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ავტომანქანა უცნობმა პირებმა დაწვეს

გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ლელო - საქართველოსთვის" წევრი, მერის მოადგილე თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გია ხარჩილავას ავტომანქანა, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა დაწვეს. 

"შემთხვევა ღამის დაახლოებით 4 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანის ნაწილები პოლიციის შენობაშია გადატანილია", - აცხადებს ბელქანია.