ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევსა და ყატარის ემირის შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შორის შეხვედრა გაიმართა.
თოყაევმა ყატარს, ახლო აღმოსავლეთში ყაზახეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და აღნიშნა, რომ ასტანა მზადაა, ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ყველა ღონე გამოიყენოს.
თავის მხრივ, კატარის ემირმა ყურადღება გაამახვილა ყაზახეთთან ურთიერთობების აქტიურ განვითარებაზე. „ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობები დამყარდა. ბოლო წლებში ჩვენი კონტაქტები თანდათან ვითარდებოდა სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა ალ თანიმ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ვიზიტისას განიხილება ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება, რომელიც ივნისში დოჰაში გაიმართა.
„ეს შეთანხმებები მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნული საკითხები, შესაბამისი მინისტრების მონაწილეობით, სრულყოფილად განიხილება გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებების ფარგლებში. ასევე მინდა წარმატება ვუსურვო აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის სამიტს, რომელიც ხვალ გაიმართება“, - განაცხადა ყატარის ემირმა.