თეგი: კატარი

აშშ კატარს NATO-ს არაწევრებს შორის მთავარი მოკავშირის სტატუსს მიანიჭებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესს აცნობებს თავის განზრახვის შესახებ, მიანიჭოს კატარს, როგორც მთავარი, NATO-ს არაწევრი მოკავშირის სტატუსი.  ეს სტატუსი უცხოელ პარტნიორებს აძლევს გარკვეულ სარგებელს თავდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, კატარის გარდა სპეციალური სტატუსის უფლებას, 16 სხვა ქვეყანა იზიარებს. მათ შორის არიან ისრაელი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ბაჰრეინი, ფილიპინები, ტაილანდი, პაკისტანი, ავღანეთი, ტუნისი, ბრაზილია. კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სტატუსი აშშ-სა და კატარს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას გამოხატავს. ბაჰრეინი და ქუვეითი ყურის ერთადერთი ქვეყნებია, რომლებიც NATO-ს არწევრებს შორის მთავარ მოკავშირეებად არიან დასახელებულნი.

უკრაინის პრეზიდენტმა კატარს მოუწოდა, რომ ევროპაში ენერგიის ექსპორტი გაზარდოს

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა კატარს, რომ გაზარდოს ენერგიის ექსპორტი ევროპაში, რათა შემცირდეს კონტინენტის დამოკიდებულება რუსეთზე.  “პასუხისმგებელი სახელმწიფოები, როგორიცაა კატარის სახელმწიფო, ბუნებრივი რესურსების სანდო და მყარი ექსპორტიორები არიან და შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ ევროპის სტაბილიზაციაში. ევროპის მომავალი თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. გთხოვთ, გაზარდოთ ენერგიის გამომუშავება, რათა რუსეთში ყველამ გაიგოს, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია გამოიყენოს ენერგია მსოფლიოს შანტაჟის იარაღად”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას ფორუმზე ვიდეომიმართვის საშუალებით.  ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის მხარდაჭრისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა  

Reuters: კატარს მიაჩნია, რომ გერმანიისთვის გაზის დიდი მოცულობის მიყიდვა სარისკოა

კატარი გეგმავს გაზის გაყიდვების დივერსიფიცირებას, რამაც შესაძლოა გერმანიის შესყიდვების ამბიცია შეზღუდოს. ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება სურს. „მე არ მსურს გაზის მთელი წილი გერმანიას მივყიდო. თუ გერმანია გადაწყვეტს, რომ კატარის გაზი აღარ გამოიყენოს, ჩვენ მახეში ვართ“, - განაცხადა კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად შერიდა ალ-კაბიმ. ამასთან აღნიშნა, რომ გერმანიასთან მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. შეგახსენებთ, რომ კატარის ემირმა ტამიმ ბინ ჰადამ ალ-ტანიმ ბერლინში გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ კატარი თხევად ბუნებრივ აირს გერმანიას 2024 წლიდან მიაწვდის. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს მარტში, გერმანიამ განაცხადა, რომ მიაღწია გრძელვადიან პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში სპარსეთის ყურის ქვეყანასთან, კატართან, რომელიც მსოფლიოში თხევადი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.  ცნობილია, რომ გერმანია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკაა და დიდწილადაა დამოკიდებული რუსელ გაზზე. 

კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა

კატარში საქართველოს საელჩოსა და კატარის სადისტრიბუციო კომპანიას შორის (Qatar Distribution Company) ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მუშაობის შედეგად, საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული სადისტრიბუციო კომპანია (QDC – Qatar Distribution Company) კატარში ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობისა და იმპორტის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელია. „27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა. სულ მალე ქართული ღვინო განთავსდება დოჰაში არსებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისათვის ნებადართულ სივრცეებში. კატარის სადისტრიბუციო კომპანიაში ქართული ღვინის კუთხე კატარში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და სადისტრიბუციო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გარეტ კოგანმა ერთობლივად გახსნეს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სასტუმროში Ritz Carlton ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ასევე, ჰორეკა სექტორისა და ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას გაცნობოდნენ, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები. კატარის ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კატარი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, რომლის დროსაც კატარს მილიონობით სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორი ეწვევა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო, კატარში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და კატარის პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა დღეისთვის ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვისთვის შესახებ და საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის.  

კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს

მსოფლიოში უმსხვილესი გაზის საბადოს ათვისებაში იტალია ერთვება. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა ენერგოკომპანია Eni, კატარში თხევადი გაზის წარმოების პროექტ North Field East-ში მონაწილეობს, რომელიც $28 მილიარდად არის შეფასებული და წარმოებაში 2025 წლიდან ჩაეშვება. შეთანხმების პირობების თანახმად, TotalEnergies და Eni პროექტის 25%-იან წილს მიიღებენ. ენერგოკომპანია Eni-ის მმართველის ენი კლაუდიოს განცხადებით, იტალია ზამთარს რუსული გაზის გარეშე გადაიტანს, რომელზეც ამ დროისთვის ქვეყნის იმპორტის 40%-ი მოდის. იტალიის ხელისუფლების მიზანია, ორ წელიწადში ეს რესურსი სრულად ჩაანაცვლოს. კომპანია Eni-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კატართან ერთობლივ პროექტში მონაწილეობა წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  ცნობისთვის, გასულ კვირას პროექტ North Field East-ს ფრანგული TotalEnergy შეუერთდა. პროექტის ფარგლებში კატარიდან თხევადი გაზის ექსპორტი წელიწადში 77 მილიონი ტონიდან, 110 მილიონამდე გაიზრდება. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს

საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, დოაში კატარის ემირთან, შეიხ ტამიომ ბენ ჰამადომ ალ ტანისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის, ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის, სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს.  გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი არის საიმედო პარტნიორი, სტაბილურობის საყრდენი რეგიონში. მან კატარის ემირს აცნობა, რომ 20 აგვისტოს ქვეყანა ევროკავშირის მიერ საბერძნეთის ეკონომიკის გაძლიერებული ზედამხედველობის რეჟიმიდან გამოვია, რაც ქვეყნის განვითარებაში ახალ თავს ხსნის და საბერძნეთში საინვესტიციო შესაძლებლობები იზრდება.  კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს მიცოტაკისისა და კატარის ემირის შეხვედრის დროს გამოითქვა საერთო ნება ენერგეტიკის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა    

შარლ მიშელმა კატარის ემირთან ენერგორესურსების საკითხი განიხილა

ენერგოკრიზისის ფონზე, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი კატარში, დოჰაში, ევროკავშირის დიპლომატიური მისის გახსნაზე ჩავიდა. მედიის ცნობით, შარლ მიშელმა კატარის ემირთან ენერგორესურსების საკითხი განიხილა.  კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს შარლ მიშელის განცხადებით, ის დოჰაში კატარსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მიზნით ჩავიდა. „ერთად მუშაობის მიზანია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობა ყველა ასპექტში გაძლიერდეს", -განაცახდა მიშელმა. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს ამასთან, შარლ მიშელი კატარის ემირმა შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ ტანიმ, დელეგაციასთან ერთად მიიღო.   

კატარის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები, საქართველოში საინვესტიციო პროექტებით დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარის საინვესტიციო სააგენტოს რეგიონული ანალიზისა და ბიზნესის განვითარების დირექტორს მუბარაქ აბდულაზიზ ალ-ხულაიფის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი. შეხვედრაზე კატარის მხარის წარმომადგენლები გაეცნენ პრეზენტაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, მაკროეკონომიკური ვითარების, ლიბერალური ბიზნეს გარემოს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ნულოვანი განაკვეთით გადის მსოფლიო ბაზრის 1/3 - ზე. თავის მხრივ, კატარის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი და ინტერესი გამოთქვეს, უკეთ შეისწავლონ ცალკეული საინვესტიციო პროექტები. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო და კატარი წარმატებით თანამშრომლობენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და სხვ.  

შსს: საქართველოს მართვის მოწმობას დღეიდან კატარი აღიარებს

კატარში საქართველოს საელჩოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების, მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან, აღიარების შესახებ.   "აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობს კატარის ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამარტივებული წესით შეცვლას. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ კატარის ბინადრობის მოწმობას, ყოველგვარი დამატებითი ტესტირების და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლას და შესაბამისი კატეგორიის კატარული მართვის მოწმობის აღებას.   რაც შეეხება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამოყენებას კატარში ტურისტულად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ - პირს, რომელიც ფლობს საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, თან ასევე უნდა ჰქონდეს საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ე.წ. საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომლითაც ის შეძლებს ისარგებლოს კატარში ჩამოსვლიდან 3 თვის მანძილზე.   დაინტერესებულმა მოქალაქეებმა მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა მიმართონ კატარის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

საქართველო და კატარი მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშაონ ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლთან ბინ საად ალ მურაიხთან. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კატარის ორმხრივი ურთიერთობების არსებული დღის წესრიგი და პრიორიტეტული საკითხები. მინისტრები მიესალმნენ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას რაც დადებითად აისახება თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე. ამ მხრივ კმაყოფილებით აღინიშნა კატარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებული ვიზიტი და გამართული შეხვედრები, მათ შორის კატარის ამირთან. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი რაც ქვეყნებს შორის არსებობს ამ მიმართულებით, მათ შორის კატარში ქართული პროდუქციის მზარდი იმპორტი და ქვეყნის მსხვილ სუპერმარკეტებში ქართული პროდუქციის რეალიზაცია. მინისტრები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ შესაბამისი უწყებების ჩართულობით ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად სათანადო სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების მიზნით. ასევე დადებითი შეფასება მიეცა ტურისტულ მიმოსვლას და კატარელი ტურისტების მხრიდან საქართველოს ღირსშესანიშნაობებით მაღალ დაინტერესებას. ამ მხრივ აღინიშნა კატარის ავიახაზების წარმატებული საქმიანობა საქართველოში და პირდაპირი რეისები, რაც ხელს უწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კატარის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

თოყაევი: კატარი, ახლო აღმოსავლეთში ყაზახეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია

ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევსა და ყატარის ემირის შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შორის შეხვედრა გაიმართა.  თოყაევმა ყატარს, ახლო აღმოსავლეთში ყაზახეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და აღნიშნა, რომ ასტანა მზადაა, ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ყველა ღონე გამოიყენოს.  თავის მხრივ, კატარის ემირმა ყურადღება გაამახვილა ყაზახეთთან ურთიერთობების აქტიურ განვითარებაზე. „ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობები დამყარდა. ბოლო წლებში ჩვენი კონტაქტები თანდათან ვითარდებოდა სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა ალ თანიმ. მისივე თქმით, სახელმწიფო ვიზიტისას განიხილება ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება, რომელიც ივნისში დოჰაში გაიმართა. „ეს შეთანხმებები მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნული საკითხები, შესაბამისი მინისტრების მონაწილეობით, სრულყოფილად განიხილება გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებების ფარგლებში. ასევე მინდა წარმატება ვუსურვო აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის სამიტს, რომელიც ხვალ გაიმართება“, - განაცხადა ყატარის ემირმა.  

კატარმა ჩინეთთან, თხევადი გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

კატარის ნავთობისა და გაზის კომპანია QatarEnergy-მა და ჩინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Sinopec-მა გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კატარი ჩინეთში, თხევადი გაზის ექსპორტს დაიწყებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ხელშეკრულების თანახმად, QatarEnergy ჩინეთს ყოველწლიურად 4 მილიონი ტონა თხევად გაზს 27 წლის განმავლობაში მიაწვდის. „გრძელვადიანი გარიგებები მნიშვნელოვანია როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის“, - განაცხადა QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა საად ალ-ქააბიმ. QatarEnergy აღნიშნავს, რომ ეს Sinopec-სთან, ჩინეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე, მეორე გრძელვადიანი შეთანხმება.  პირველი ხელშეკრულება კატართან, ჩინეთისთვის 2 მილიონი ტონა LNG-ის მიწოდებაზე, 2021 წლის მარტში 10 წლის ვადით გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ კატარი ამჟამად, სპარსეთის ყურეში ჩრდილოეთ ველის აღმოსავლეთის გაზის საბადოზე წარმოების გაფართოებაზე მუშაობს. საბადოს ნაწილი ირანის საკუთრებაა.  

აშშ კატარს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს მიჰყიდის

სახელმწიფო დეპარტამენტმა კატარისთვის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, $მილიარდიანი გარიგება რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს არ შეცვლის. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეთანხმება მხარს დაუჭერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს, გააუმჯობესოს მეგობარი ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც კვლავაც მნიშვნელოვანი ძალაა ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის. ცნობისთვის, აშშ-მა კატარს NATO-ს არაწევრებს შორის მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭა. ეს სტატუსი უცხოელ პარტნიორებს აძლევს გარკვეულ სარგებელს თავდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, კატარის გარდა სპეციალური სტატუსის უფლებას, 16 სხვა ქვეყანა იზიარებს. მათ შორის არიან ისრაელი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ბაჰრეინი, ფილიპინები, ტაილანდი, პაკისტანი, ავღანეთი, ტუნისი, ბრაზილია. ამასთან, ცნობილია, რომ კატარში მდებარეობს აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზა ახლო აღმოსავლეთში.

აზერბაიჯანი კატართან, იაშმაში, გაზის ტურბინის ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანსა და კატარის კომპანია Nebras Power-ს შორის სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის იაშმაში, გაზის ტურბინის ელექტროსადგურის პროექტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა კატარის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანია აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების უზრუნველყოფა და ამ თვალსაზრისით, Nebras Power-თან თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობაა.   

კატარი და Chevron Phillips-ი, რას ლაფანის პორტში თხევადი გაზის ცენტრის განვითარებას იწყებენ

კატარის ნავთობისა და გაზის ეროვნულმა კომპანიამ Qatar Energy-მ და ამერიკულ-ჰოლანდიურმა კორპორაციამ Chevron Phillips-მა, „რას ლაფანის“ ინდუსტრიული ცენტრის განვითარების მიზნით, 6 მილიარდი დოლარის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს ამის შესახებ ემირატის ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა საად ბინ შარიდ ალ-ქააბიმ განაცხადა. „მხარეებს შორის ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას „რას ლაფანის“ ინდუსტრიული ზონის განვითარების შესახებ, რომელიც სპეციალიზირებულია ნავთობქიმიურ წარმოებაზე“, - განაცხადა ალ-ქააბიმ. შარლ მიშელმა კატარის ემირთან ენერგორესურსების საკითხი განიხილა მან დასძინა, რომ „ერთობლივი პროექტის ღირებულება 6 მილიარდი დოლარია“. მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი კომპანია, რომლის კაპიტალის 70% ეკუთვნის Qatar Energy-ს, 30% - Chevron Phillips-ს. თოყაევი: კატარი, ახლო აღმოსავლეთში ყაზახეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია „რას ლაფანის“ ინდუსტრიული ცენტრი, რომელიც მდებარეობს კატარის დედაქალაქ დოჰადან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, სპეციალიზირებულია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებაზე. „რას ლაფანის“ საზღვაო პორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი LNG საექსპორტო ცენტრია.  

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის ემირმა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. „აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია. გამოითქვა არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა.  როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში კატარელი ბიზნესმენების მხრიდან სხვადასხვა სფეროში ინვესტირებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალი სამიზნე ორიენტირების მიღწევის კონტექსტში“, - წერს პრემიერი Twitter-ზე.  

რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა. მისივე თანახმად, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს შეხვდა  

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, კატარმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა საელჩოები გახსნეს

კატარისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების საელჩოები გაიხსნა და განაახლეს მუშაობა მას შემდეგ, რაც ყურისორი სახელმწიფო დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე შეთანხმდნენ, განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს.  კავშირების აღდგენა ხდება ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც არაბულმა სახელმწიფოებმა დოჰასთან ურთიერთობა შეწყვიტეს. „2017 წელს საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ, ირანთან კატარის ურთიერთობისა და რადიკალური ისლამისტური მოძრაობების დაფინანსების გამო, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა გაწყვიტეს. 2021 წლის იანვარში ქვეყნებმა ხელი მოაწერეს AlUla-ს დეკლარაციას, რითაც დავა დასრულდა. რიადი და კაირო იყვნენ პირველები, რომლებმაც 2021 წელს, ხელახლა დანიშნეს ელჩები დოჰაში, ხოლო ბაჰრეინს ჯერ არ გაუხსნია თავისი საელჩო დოჰაში.  

იაპონია თხევადი გაზის შეძენის საკითხზე კატართან მოლაპარაკებებს აწარმოებს

იაპონელი ბუნებრივი აირის მყიდველები კატართან მოლაპარაკებებს აწარმოებე. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. წყაროები ამბობენ, რომ კატარი ახლა მაღალ ფასებს აწესებს, რამაც შესაძლოა, მოლაპარაკებების დასრულებას ხელი შეუშალოს.  გარიგებების გაფორმების შემთხვევაში კი, ეს იქნება სტრატეგიის ცვლილება იაპონიის LNG იმპორტიორებისთვის, რომლებსაც კატართან მსგავს კონტრაქტზე ხელი 2014 წლის შედემ არ მოუწერიათ. კატარის კონტრაქტები ამ ინდუსტრიაში ყველაზე მკაცრ პირობებს ექვემდებარება და ის არ იძლევა ადვილად გაყიდვას ან სხვა ქვეყნებში გადამისამართეის საშუალებას, თუ ეს გადაზიდვა თვითონ კატარის შიგნით არ არის საჭირო.  პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამ თვეში კატარში ვიზიტს გეგმავს, რაც იაპონიის პრემიერის პირველი ვიზიტი იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში.  

კატარი უკრაინას $100 მილიონს გადასცემს

კატარი უკრაინას 100 მილიონი დოლარის მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. კიევის განცხადებით, თანხები ჯანდაცვის, განათლებისა და განაღმვის მხარდაჭერას მოხმარდება. Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პარასკევს სპარსეთის ყურის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. „თქვენი ვიზიტი ასეთ რთულ დროს, უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი და მტკიცებულებაა, რომ თქვენი ქვეყანა უკრაინის მიმართ სოლიდარულია,“ - მიმართა შმიგალმა კოლეგას.  

ზელენსკი: კატარი უკრაინის მშვიდობის ფორმულას უერთდება

კატარი უკრაინის მიერ შემოთავაზებული უკრაინის მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად იმუშავებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კატარის პრემიერ-მინისტრი, შეიხი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი პარასკევს კიევში იმყოფებოდა. ზელენსკის თქმით, მასთან შეხვედრაზე ასევე განიხილა რუსეთის მიერ იძულებით დეპორტირებული ბავშვების დაბრუნების საკითხი. ასევე - „მარცვლეულის შეთანხმების“ გარეშემო შექმნილი სურათი. ზელენსკიმ G20-ის სამიტზე წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა  

ისრაელის შემდეგ ბლინკენი კიდევ ხუთ ქვეყანას ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და იორდანიას ეწვევა. ამის შესახებ ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება, და „ჰამასზე“ მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად,” - განაცხადა ბლინკენმა. მისი თქმით, შეხვედრებზე ის ასევე ისაუბრებს უფრო მშვიდობიანი, წარმატებული და უსაფრთხო რეგიონის მიღწევის გზებზე. ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში კატარი მედიატორობას ცდილობდა მოლაპარაკებას ღაზის სექტორში ტყვეობაში მყოფი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებაზე, ისრაელის ციხეებიდან 36 ქალის გამოშვების სანაცვლოდ. კატარმა დაადასტურა, რომ ის მედიაციის საუბრებში მონაწილეობდა, მაგრამ Reuters-თან საუბარში ისრაელის წარმომადგენელმა უარყო რომ რაიმე სახის მოლაპარაკებების მიმდინარეობა. ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა. „ჩვენ მივმართავთ ინტენსიურ დიპლომატიას მთელ რეგიონში, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება და მე ამას გავაკეთებ. უახლოეს დღეებში ჩემი მოგზაურობის განმავლობაში,“ - განაცხადა ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს.    

ლევან დავითაშვილი: ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოსა და კატარს შორის შეთანხმება გაფორმდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრმა, ჯასიმ ბინ საიფ აჰმედ ალ სულაიტმა, საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების დასაქმებას. საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარებასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 72 ქვეყანასთან, ხოლო კატარი გახდა 73-ე სახელმწიფო ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ.  

თურქეთმა და კატარმა 12 შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და კატარმა თანამშრომლობის შესახებ 12 შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს, თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მე-9 შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. ლუსაილის სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და კატარის ემირი შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი თავმჯდომარეობდნენ თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის სხდომას. შეხვედრის შემდეგ ერდოღანისა და ალ თანის თანდასწრებით, ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. კომიტეტის სხდომაზე ერთობლივ დეკლარაციას და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ასევე მოაწერეს ხელი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და მისმა კატარელმა კოლეგამ მოჰამედ ბინ აბდურაჰმან ალ თანიმ. დოკუმენტები ასევე გაფორმდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროებში; განათლებისა და კულტურის სფეროებში, ასევე, მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, ორმხრივ სამხედრო ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოაწერეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა და კატარის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ჰალიდ ბინ მოჰამად ალ ატიამ. ინვესტიციების ხელშეწყობაში თანამშრომლობის პაქტს ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელმა ბურაკ დაგლიოღლუმ და კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ალთანმა. თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის ხელმძღვანელმა მუსტაფა გულთეფემ და შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ალთანმა ასევე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ექსპორტზე თანამშრომლობის შესახებ.  

ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ. „ჩვენთან არაერთი ქვეყანა მუშაობს, ცდილობს ფართო ერთიანობის მთავრობა შექმნას,“ - განაცხადა ესპენ ბარტ ეიდემ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე მუშაობა აქტუალური ხდება, რადგან კონფლიქტი რეგიონში ვრცელდება. „ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ პალესტინის ერთიანობაზე ვიმუშაოთ და დაინტერესებულ ქვეყნებთან ერთად მოდელებზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თავის მხრივ, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე მშვიდობის მიღწევა არ მოხდება. „არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა იმისთვის, რომ რეალური გადაწყვეტის გარეშე, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე, დავუბრუნდეთ იმას, რაც 7 ოქტომბრამდე იყო,“ - განაცხადა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ. კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პალესტინელების გენოციდისკენ მოწოდებებს ისრაელის ექსტრემისტული მთავრობა აკეთებს. „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ომი რაც შეიძლება მალე, როგორ გავათავისუფლოთ მძევლები და პალესტინელი პატიმრები, რათა დასავლეთ ნაპირზე არსებული პრობლემა გადავჭრათ,“ - აღნიშნა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 1992-1993 წლებში ნორვეგია ისრაელსა და პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რის შედეგადაც მხარეებმა 1993 წელს ოსლოს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

კატარი და რუსეთი წითელ ზღვაში ოპერირებას თავს არიდებენ - მედია

თხევადი ბუნებრივი აირის მომწოდებლები, მათ შორის, კატარი და რუსეთი, წითელ ზღვას „ჰუსიტი“ ბოევიკების თავდასხმების გაზრდილი რისკისა და დოჰადან ესკალაციის შესახებ გაფრთხილებების ფონზე თავს არიდებენ. როგორც Bloomberg-ი წერს, LNG ტანკერები უერთდებიან გემების ნაწილს, რომლებიც სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის გარშემო გაცილებით გრძელ მარშრუტს გადიან, რადგან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გემების მარშრუტებს ცვლის და ინდუსტრიას ქაოსის წინაშე აყენებს. „შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების თავდასხმები იემენში, ჰუსიტების პოზიციებზე,  შექმნის შემდგომი ესკალაციისა და შემდგომი გაფართოების მაღალ რისკს,“ განაცხადა კატარის პრემიერ მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.  

CIA-ს დირექტორი ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებს შეხვდება - CNN

CNN-ის ცნობით, CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი ისრაელისა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელებთან შეხვედრას სავარაუდოდ, ევროპაში გამართავს. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. ვიზიტის მიზანი მაღალი დონის მოლაპარაკებების წარმართვაა, რომლებიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას. ბერნსი ისრაელისა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელებს, დევიდ ბარნეას და აბას კამელს, კატარის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანისთან ერთად შეხვდება. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბერნსი მძევლების გაცვლის შეთანხმების მიღწევის ძალისხმევაში ჩართული იყო.  

კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი

კატარის კომპანიებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინვესტიციებით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარებაში, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დოჰაში, ყაზახეთ-კატარული საინვესტიციო მრგვალი მაგიდის დროს. „ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიცავს აქტაუს პორტს, კასპიის ზღვის ერთ-ერთ უდიდეს კერას, ასტანასა და ალმათის საერთაშორისო აეროპორტებს, მრავალ დინამიკურად განვითარებად სარკინიგზო და საგზაო ქსელებს, ასევე, მაღალი ხარისხის ლოგისტიკური კვანძებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების. გვჯერა, რომ კატარის კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, მიიღონ მნიშვნელოვანი სარგებელი ამ სფეროში ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გამოკვლევით. დღეს ჩვენ ვაფორმებთ სხვადასხვა კომერციულ დოკუმენტს, რომელთა საერთო ღირებულებაა 18 მილიარდი აშშ დოლარი. ეს ასახავს ჩვენს ვალდებულებას საიმისოდ, რომ განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა,“ - განაცხადა თოყაევმა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, კატარის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანთან შეხვედრისას თოყაევმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი ენიჭება ყურის ძირითად ბაზრებზე წვდომის გაფართოებასა და ახალი სატრანზიტო მარშრუტების შესწავლას. ამასთან, თოყაევმა მოუწოდა კატარის კომპანიებს, ითანამშრომლონ ყაზახეთში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში. ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა  

მსოფლიო ფასების შემცირების ფონზე, კატარი გაზის მოპოვების გაზრდას გეგმავს

QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა საად ალ-ქააბიმ განაცხადა, რომ თხევადი გაზის წარმოება, წელიწადში 16 მილიონი ტონით კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც მთლიანი წარმოების სიმძლავრის წელიწადში 142 მილიონ ტონამდე ზრდას გამოიწვევს. როგორც Reuters-ი წერს, ფასების დაცემის მიუხედავად, გაზის ყველა მსხვილ მწარმოებელს, მათ შორის, აშშ-ს, ავსტრალიასა და რუსეთს სურს, გააგრძელოს წარმოების გაზრდა, რადგან ისინი ფსონს მოთხოვნის შემდგომ ზრდაზე დებენ და შიშობენ, რომ მათი გაზი შეიძლება, ზედმეტი იყოს ათწლეულების განმავლობაში, თუ ენერგოტრანზიცია "მწვანე" ენერგიას გააძვირებს. კატარი თხევადი გაზის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, რომლისთვისაც კონკურენცია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა. აზიის LNG-ის ფასები ახლახან თითქმის სამწლიან მინიმუმამდე დაეცა, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის პერიოდში ჩვეულებრივზე მაღალმა ტემპერატურამ შეამცირა მოთხოვნა. აზიური და ევროპული გაზის ფასები რეკორდულად გაიზარდა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ. ფასების ზრდის ფონზე, აშშ-ის გაზის მიმწოდებლებმა მიწოდების ვაკუუმი შეავსეს, 2023 წელს დამკვიდრდა, როგორც LNG-ის უმსხვილესი ექსპორტიორი მსოფლიოში. მან აჯობა კატარს, თუმცა კატარის მიწოდებამ ასევე ხელი შეუწყო მოცულობის შეცვლას. კატარის განცხადება ასევე მოჰყვება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ახალი LNG საექსპორტო ტერმინალების განაცხადების დამტკიცება გარემოსდაცვითი მიმოხილვისთვის, რამაც გამოიწვია გაზის იმპორტიორების გაფრთხილება, რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის მომავალ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში.