კახა კალაძე: თბილისში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის, კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს ვუცხადებთ მხარდაჭერას

თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს უცხადებს მხარდაჭერას  - სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს უცხადებს მხარდაჭერას - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის თანამშრომლობით, სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა. 

პროექტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მიმართულებას მთლიანად უხელმძღვანელებს ორგანიზაცია Save the Children, რომელიც უკრაინელ აღმზრდელ-პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და სპეცპედაგოგებს მოიწვევს, დაიქირავებს ტექნიკურ პერსონალს, შეადგენს სასწავლო გეგმას და ა.შ., ხოლო ბაღების სააგენტო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას, კომუნალური ხარჯების დაფარვას და ბენეფიციართა ოთხჯერად კვებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად“, - განაცხადა კალაძემ.