მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში ვკითხულობთ.
ამასთან, რეგიონების მიხედვით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში მოხდა.
"მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა. მსხვერპლი ქალის რაოდენობა 4 574-ს შეადგენს, მსხვერპლი კაცის კი 887-ს. მოძალადე კაცი 4 329, მოძალადე ქალი კი 805-ია", - ნათქვამია ინფორმაციაში.