ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე რუსეთის სავარაუდო დივერსიამ, რეგიონში დასავლეთის საზღვაო ძალების გაზრდა გამოიწვია.
დასავლეთის ქვეყნებმა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში თავიანთი სამხედრო ყოფნა გააძლიერეს. ეს პასუხია რუსეთის მხრიდან სავარაუდო დივერსიაზე, რომელიც წყალქვეშა გაზსადენებზე მოხდა.
NATO-ს მაღალჩინოსნებმა მოსკოვს ახალი გაფრთხილებები გაუგზავნეს ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღების შესახებ, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მკვეთრად გაზრდის ბოლო ნიშანია.
მოკავშირე ქვეყნებმა ასევე გააფართოვეს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების წყალქვეშა და ფრენების მონიტორინგი წყალქვეშა პატრულით და ფრენებით საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებიდან.
- Nord Stream 1 და 2 გაზსადენებით, დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიასა და დანარჩენ ევროპას მიეწოდება.
დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდო დივერსია ემთხვევა რუსეთის გეგმას, გაყინოს ევროპის ნავთობისა და გაზის მარაგები ზამთრის წინ, რათა შეასუსტოს დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს, 10 ოქტომბერს გააფრთხილა რუსეთი.
„ჩვენ განვიხილავთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. NATO ამაზე მრავალი წელია, მუშაობს. Nord Stream-ის გაზსადენებზე დივერსიის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი მზადყოფნა. ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ყოფნა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში 30-ზე მეტი ხომალდით.
მხარს ვუჭერთ საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებს და წყალქვეშა შესაძლებლობებს. ეს ძალისხმევა მჭიდროდ კოორდინირებულია NATO-ს საზღვაო სარდლობის მიერ. მოკავშირეები ასევე ზრდიან უსაფრთხოებას ძირითადი ინსტალაციების გარშემო. აძლიერებენ დაზვერვას.
„ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ჩვენი გამძლეობის გასაძლიერებლად და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ნებისმიერ მიზანმიმართულ თავდასხმას მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოჰყვება ერთიანი და გადამწყვეტი პასუხი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.