უსაფრთხოების ნორმები დაცულია თუ არა, მოვიკითხავ. მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკში, ახლადგახსნილ შადრევანში მომხდარ უბედურ შემთხვევას.
"არ ვიცი, უსაფრთხოების ნორმები დაცულია თუ არა, მოვიკითხავ. ყველაგფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე", - განაცხადა კალაძემ.
ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა.
შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს