ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდების მდგომარეობა მძიმეა.