პუტინმა მისი ბრძანების შესრულების ვადად „ორი კვირა“ დაასახელა

ვლადიმერ პუტინის თქმით, „ნაწილობრივი მობილიზაცია" ორ კვირაში დასრულდება, „რაც გააძლიერებს რუსეთის საბრძოლო ძალებს“.

კითხვას, ნანობს თუ არა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, პუტინი პასუხობს, რომ არა. მისი მტკიცებით, რუსეთის „მიზანი არ იყო უკრაინის განადგურება“.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პუტინმა ისიც განაცხადა, რომ გერმანია შეცდომას უშვებს, როცა „NATO-ს ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე მის ეროვნულ ინტერესებს“.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ NATO-ს ჯარებთან ნებისმიერი პირდაპირი შეტაკება, „გლობალურ კატასტროფას" გამოიწევვს.

რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.