რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ორმოც წლამდე ასაკის ქალი შვილმა დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის შვილსა და დედას შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავეს.