ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს.
"ახლა, 6 თვის შემდეგ გაჩნდა ახალი მოწმე, ქალბატონმა თეონა გვაზავამ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება და დაკითხა ის, 6 თვის განმავლობაში არავინ ახსენებდა კარლოტას. ალბათ, როცა ნიკოლოზმა კარლოტა დაითანხმა მიეცა ცრუ ჩვენება და უკვე, როცა კარგად „დაამუშავეს“, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გამოეჩინათ.
ბავშვისგან გავიგე გოგონას არსებობის შესახებ 16 მაისს და აუცილებლად მეტყოდა, იმ დღეს იქ რომ დაენახა",- განაცხადა დოროყაშვილმა.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს კითხავენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.