მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორის, არუფ ბანერჯის თქმით, უკრაინელების 25 პროცენტი წლის ბოლომდე სიღარიბეში იცხოვრებს და მათი რიცხვი 2023 წლის ბოლოსთვის 55%-მდე შეიძლება, რომ გაიზარდოს.
რუსეთის გაზრდილი თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაართულებს იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომლის წინაშეც უკრაინა დგას, განაცხადა ბანერჯიმ.
უკრაინის მშპ 2022 წლის პირველ ცხრა თვეში 30%-ით შემცირდა.