მოსკოვის ოლქის ქალაქ შჩოლკოვოში სამხედრო კომისარიატი იწვის. გავცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს. ~
ანალოგიური შემთხვევა მოხდა მაისშიც, როდესაც უცნობმა პირმა ამავე სამხედრო კომისარიატთან განთავსებულ შენობაში ორი „მოლოტოვის კოქტეილი“ შეაგდო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში სამხედრო გამწვევ პუნქტებს, პოლიციის განყოფილებებსა და ქალაქის ადმინისტრაციის შენობებს ცეცხლი არაერთხელ წაუკიდეს. ეს ქმედება ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას მოჰყვა.