უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსი ნაციონალისტის, დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი მინისტრის, რუს სამხედრო დამნაშავედ მიჩნეული, იგორ სტრელკოვის (გირკინი) დატყვევებისთვის ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ არაერთი საქმე აღძრეს ტერორისტული საქმიანობის, მკვლელობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევისთვის.
სამოქალაქო თვითმფრინავის Boeing 777 MH17-ის ჩამოგდების საქმეზე, სტრელკოვი ნიდერლანდების მიერ ასევე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნილად.