უკრაინა აშშ-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, გააკეთოს ყველაფერი, რათა დააჩქაროს უკრაინისთვის იარაღის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.

შესაბამისი განცხადება ოქსანა მარკაროვამ CBS News-ის ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინამ უნდა დაიცვას რუსული რაკეტებისგან რაც შეიძლება მეტი დასახლება და რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.

„ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, ყველაფერი გააკეთონ ამ სისტემების არამხოლოდ მიწოდების, არამედ შეკვეთის დასაჩქარებლად“, - განაცხადა მარკაროვამ.

მარკაროვას თქმით, უკრაინა მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ წარუმატებელი აღმოჩნდა.

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასიური შეტევის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება პრიორიეტად გამოაცხადეს.