ბლინკენის თქმით, აშშ ხელახლა არეგულირებს სამხედრო დახმარებას, რადგან „რუსეთის აგრესიის ხასიათი შეიცვალა“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი რუსული თვითმფრინავის თავდასხმები, რუსეთის მზარდ სასოწარკვეთაზე მიუთითებს. ბლინკენმა სტენფორდის უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საჭიროებებზე მორგებულ მხმარდაჭერას განაგრძობს.

„თქვენ ხედავთ დრონების თავდასხმებს. რას აკეთებენ ისინი? ისინი თავს ესხმიან მშვიდობიანი მოსახლეობას და არა სამხედრო სამიზნეებს. ისინი თავს ესხმიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ელექტროსადგურები, საავადმყოფოები, რაც ხალხს სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

  • შეერთებული შტატები ხელახლა არეგულირებს სამხედრო დახმარებას, რადგან „აგრესიის ხასიათი შეიცვალა. ის ვრცელდება სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა რელიეფზე, რომლის დროსაც გამოიყენება სხვადასხვა იარაღი.

„ჩვენ ახლებურად ვდგამთ ყველა ნაბიჯს, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, რათა დავეხმაროთ უკრაინის იმით, რაც ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა ბლინკენმა.

მან კიევისთვის ახალი ტექნოლოგიების მიწოდების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ამ კონტექსტში უკრაინელი სამხედროების მომზადებაზეც მიუთითა.