ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობებით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების - დამაკმაყოფილებელი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.