საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი უკრაინის დედაქალაქში იმყოფება.

შესაბამისი განცხადება საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა Twitter-ზე გააკეთა, იუწყება Ukrinform-ი.

„ვიწყებ ჩემს ვიზიტს კიევში. საბერძნეთის საელჩოში მქონდა შეხვედრა საპარლამენტო მეგობრობის საბერძნეთ-უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ტეტიანა პლაჩკოვასთან, მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, მიკოლა ტროფიმენკოსთან და კვიპროსის მისიის უფროსის მოადგილესთან, ლინა თემისტოკლეუსთან“, - წერს დენდიასი.

მისი თქმით, შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატია, საბერძნეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ევროინტეგრაცია, აკადემიური საკითხები. ამასთან, უკრაინაში ბერძნული დიასპორაზეც ისაუბრეს.

მინისტრის ვიზიტის პარალელურად, კიევში მორიგი აფეთქებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.