ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის კაცი სკოლის მოსწავლეებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პირი მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთია გათავისუფლებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. პირი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სექსუალური ძალადობის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.