თეთრი სახლი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ იუწყება.
მისი მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანს ბენ უოლესს შეხვდა.
თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი ვალდებულების შესახებ, გააგრძელონ უკრაინის უსაფრთხოების დახმარება, როცა კიევი რუსული აგრესიისგან იცავს თავს.
თავის მხრივ, ბრიტანული მედია წერს, რომ ბენ უოლესი შეერთებულ შტატებში საგანგებო ვიზიტით გაემგზავრა, რათა განიხილოს უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება, მათ შორის ბირთვული თავდასხმის საფრთხე.
მისივე ინფორმაციით, ბენ უოლესმასახალხო დამცველის კომიტეტის წინაშე გამოსვლა გააუქმა და შეერთებულ შტატებში გაფრინდა.