თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 6 არადეკლარირებული მობილური ტელეფონი ეჭვის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 17 802, 39 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.