თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგელანში აეროპორტის გახსნის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში გენერალურ საკონსულოს გახსნის.
„ჩვენ ასევე ვხსნით გენერალურ საკონსულოს შუშაში", - განაცხადა ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტიდან დაბრუნებისას, ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
„ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ შუშაში ვიზიტები ბევრად გაადვილდება. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის დიდი თანხები გამოიყო.
ჩვენი თურქული კომპანიების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ თუ გეგმები განხორციელდება, აქ მუშაობა 1-1.5 წელში დასრულდება.
რა თქმა უნდა, რკინიგზის გარდა არის მაგისტრალებიც. მათ გადაწყვეტილი აქვთ, დაასრულონ ისინი.
როგორც კი დასრულდება ეს სამუშაოები, შუშასკენ მიმავალი გზა გაიხსნება. ეს ადგილები გამოცოცხლდება როგორც ადგილობრივით, ასევე უცხოელი ტურისტებით“, - აღნიშნა ერდოღანმა.