იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი დღეს ფიცს დადებს

იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი, ჯორჯია მელონი დღეს ფიცს დადებს.

ჯორჯა მელონი მთავრობის ფორმირების პროცესს დათანხმდა. ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

„ჯორჯა მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ, მელონისა და  პრეზიდენტ, სერჯო მატარელის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა. 

შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.