მტერი ყველაფერს აკეთებს, რათა შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. დღეისთვის 150 გემია რიგში, მათ პრობლემები აქვთ, რადგან რუსეთი მიზანმიმართულად აფერხებს მათ გადაადგილებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
„მტერი ყველაფერს აკეთებს, რათა შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. დღეისთვის 150 გემია რიგში, მათ პრობლემები აქვთ, რადგან რუსეთი მიზანმიმართულად აფერხებს მათ გადაადგილებას. ჩვენი პარტნიორები – გაერო, თურქეთი და სხვები სრულად არიან ინფორმირებულები შექმნილი ვითარების შესახებ.
მარცვლეულის ინიციატივის მოქმედების განმავლობაში, უკრაინამ სამ მილიონამდე ტონა სურსათის ექსპორტი ბოლომდე ვერ განახორციელა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.