თბილისში, აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 

„აფეთქების ხმა გავიგე. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.