რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. 

გავრცელებული ინფრომაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.