რუსეთში, ირკუტსკში საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ორი პილოტი დაიღუპა

ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. რუსული Su-30 საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, განაცხადა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა და დასძინა, რომ ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ. სოციალურ ქსელში ავარიის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.

ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან სახლს შეეჯახა.