ჩვიდმეტი რუსული ხომალდი და ნავი, მათ შორის კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მატარებლები, საბრძოლო მზადყოფნაში რჩება შავ ზღვაში, აზოვის ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში.
შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა Facebook-ზე გაავრცელა.
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთს ორი ფრთოსანი რაკეტის მატარებელი ჰყავს შავ ზღვაში.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა 24 საათის განმავლობაში 40 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და უკრაინას შეუტიეს ირანული წარმოების თვითმფრინავით. რუსულმა ძალებმა უკრაინის ცხრა რაიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს.