უკრაინის ძალებმა 23 ოქტომბერს 12 ირანული დრონი ჩამოაგდეს - გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 23 ოქტომბერს 12 ირანული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, დადასტურდა მოწინააღმდეგის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ექვსი ზონის განადგურება.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა თავის მხრივ, დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, ცოცხალ ძალას, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ხუთ ზონას, საბრძოლო მასალის საცავსა და რუსული ჯარების საზენიტო სარაკეტო კომპლექსს.

23 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომში დაკარგა დაახლოებით 67 470 ჯარისკაცი, მათ შორის 400 მხოლოდ გასულ დღეს“, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.