ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი Twitter-ზე წერს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
„იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად", - წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს.
„იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის.
მოუთმენლად ველი საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე.
საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს”, - წერს პრემიერ-მინისტრი.
22 ოქტომბერს იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო.