ვინ არის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი

მის მიერ შექმნილი პარტიის სათავეში სწრაფად მოვიდა, თუმცა ჯორჯია მელონი - პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი და იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკურად აქტიური ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდიდან იყო.

აქტივისტი ჯორჯია მელონი მაშინ რომში, ნეოფაშისტური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა.

ახლა, 45 წლის ასაკში ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავის პარტიას, მისი გამოცდილება მხოლოდ ბერლუსკონის მთავრობაში, 2008-11 წლებში, ყველაზე ახალგაზრდა მინისტრად მუშაობით შემოიფარგლა.

  • ფოტო: 2008 წელს მელონი გახდა იტალიის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი სილვიო ბერლუსკონის მთავრობაში

Silvio Berlusconi and National Alliance (Alleanza Nazionale) member and vice-president of the Chambers of Deputies Giorgia Meloni

მისმა პარტიამ 2022 წლის სექტემბრის არჩევნებში ხმების 26%-ით გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლით ადრე მას მხოლოდ 4.3% ჰქონდა მიღებული.

„იტალიელებმა მკაფიო გზავნილი გაგზავნეს მემარჯვენე მთავრობის სასარგებლოდ, რომელსაც „იტალიის ძმები“ ხელმძღვანელობენ“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

ულტრამემარჯვენე „ლეგიდან“ მის პარტნიორებთან ერთად და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტებთან ერთად, მას ახლა აქვს ძლიერი უმრავლესობა, რომელიც მის პროგრამას წარმართავს.

ახალი პრემიერ-მინისტრი ცდილობდა, დაერწმუნებინა იტალიის მოკავშირეები NATO-შიც და ევროკავშირშიც, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულება არ შეიცვლება.

Giorgia Meloni seen speaking during the campaign in Naples in September 2022

ეს მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან მატეო სალვინი და სილვიო ბერლუსკონი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ძლიერი თაყვანისმცემლები“ იყვნენ.

ამასთანავე, იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მისი წინამორბედის პოლიტიკას არ შეცვლის.

ჯორჯია მელონი წარმოშობით რომის რაიონის ქალაქ გარბატელადან არის, თუმცა აქ არც ისე ადვილია „იტალიის ძმების“ ამომრჩევლის პოვნა.

1996 წელს, 19 წლის ასაკში მელონი ფილმში გადაიღეს, როგორც პარტიის აქტივისტი.

„ვფიქრობ, მუსოლინი კარგი პოლიტიკოსი იყო. ყველაფერი, რასაც აკეთებდა, აკეთებდა იტალიისთვის. და, ჩვენ ასეთი პოლიტიკოსები არ გვყოლია ბოლო 50 წლის განმავლობაში", - განუცხადა მელონიმ ფრანგულ ტელევიზიას.

ნამუშევარს დედის, ანა პარატორეს კლიპიც ახლდა თან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დედა არ ცდილობდა საკუთარი ულტრამემარჯვენე შეხედულებების გავრცელებას მის ქალიშვილზე.


მოგვიანებით, მელონი სათავეში ჩაუდგა მოძრაობის -  „ნაციონალური ალიანსის“ სტუდენტურ ფილიალს.

მელონის მტკიცედ სჯერა, რომ პარტიას, რომელიც მან 2012 წელს ჩამოაყალიბა, ფაშიზმთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მის ზოგიერთ წევრს, როგორც ჩანს, მუსოლინისადმი სიმპათიები დღემდე შემორჩა და ასევე ინარჩუნებს სამფეროვანი ცეცხლის ძველ ლოგოს, რომელზეც ხშირად მიიჩნევენ, რომ მუსოლინის საფლავზე გაჩენილ ცეცხლს წარმოადგენს.

ამჟამად, მისი კოალიცია ერთიანი ჩანს, მაგრამ ეს ერთობა შეიძლება, არ გაგრძელდეს. 25 სექტემბრის არჩევნებში, ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობდა კოალიციას, რომელშიც სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და მატეო სალვინის „ლეგა“ შედიან.

Forza Italia შეიძლება, უხერხული მოკავშირეც გახდეს, ვეტერან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან სილვიო ბერლუსკონისთან ერთად, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე „მსახიობი“, რომელიც მცირე ხნით დგას სცენაზე და ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს ამბობს.

ბერლუსკონის სენატში სურდა თავისი მთავარი თანაშემწის, ლიცია რონზულის ხილვა, თუმცა „იტალიის ძმების„ ლიდერმა მას უარი უთხრა. ამ ორ ქალბატონს დიდ მტრებად მოიხსენიებენ რაც სამომავლოდ, კარგი არ არის.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით