უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა მთელ მსოფლიოში მთავრობებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT (Russia Today).
შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე გააკეთა.
კერძოდ, კულება გამოეხმაურა ვიდეოს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტი წამყვანი უკრაინელი ბავშვების დახრჩობისკენ მოუწოდებდა.
„მთავრობებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აუკრძალავთ RT, უნდა უყურონ ამ ამონარიდს. ეს არის ის, რის გვერდითაც ხართ, თუ RT-ს თქვენს ქვეყნებში ოპერირების უფლებას აძლესთ. აგრესიული გენოციდის წაქეზება (ამ ადამიანს ამისთვის გავასამართლებთ), რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. აკრძალეთ RT მთელ მსოფლიოში!“, - აცხადებს დმიტრო კულება.