მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყიზილაჯლოში კაცი დაჭრეს.
როგორც ცნობილია, კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მულით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.